ბელგიელებს ჩაკვეტაძის იმედი აქვთ

AutoSharing Option
გიორგი ჩაკვეტაძე ნელ-ნელა კარგ ფორმაში შედის, რაც ბელგიურ მედიას უყურადღებოდ ნამდვილად არ რჩება.

"გენტი" ნელ-ნელა ფორმაში შედის, კონფერენს ლიგის მე-3 ტურის მატჩში ბელგიელებმა ბელგრადში პარტიზანი 1:0 დაამარცხეს.

ამ შედეგის გათვალისწინებით "გენტი" "გენკთან" გასამართ შეხვედრას მშვენიერ ხასიათზე ხვდება. მეტიც, გუნდის ლაზარეთი ფაქტობრივად დაცარიელებულია, აქედან გამომდინარე მთავარ მწვრთნელს კარგი მატჩის ჩასატარებლად დიდი რესურსი აქვს, განსაკუთრებით შეტევით ფაზაში, სადაც გიორგი ჩაკვეტაძე როგორც იქნა დაბრუნდა და ძველ ფორმას იბრუნებს, მისი კარგი თამაშით კი გუნდიც იხეირებს" - წერს voetbalnieuws.

შეგახსენებთ, "გენკისა" და "გენტის" დაპირისპირება ხვალ, 24
ოქტომბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება.

მომზადებულია voetbalnieuws-ის მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 4 /
ნახეთ,გიორგის როგორი პრესა აქვს ბელგიაში და კვარაცხელიას როგორი,გიოს ყოველთვის კარგად მოიხსენიებენ ბელგიელები, კვარას კი აქილიკებენ და ყველაფერში მას ადანაშაულებენ
გიორგი
16:16 24-10-2021
1
წარმატებები გიოს!!! ფორმის ფორსირება საჭირო არ არის. გაზაფხულზე სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს!!!
tngh
15:33 24-10-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული