კვარაცხელიას გოლი არ ჩაუთვალეს, მაგრამ "რუბინმა" შეხვედრა ხვიჩას ძალისხმევით გადაარჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურში ბოლოადგილოსანმა "უფამ" ყაზანის "რუბინს" უმასპინძლა და დაუზავდა - 1:1.

აუტსაიდერები ცუდად არ გამოიყურებოდნენ და ყაზანელებს რამდენიმე სწრაფი შეტევა განუხორციელეს.

მე-19 წუთზე აგალაროვმა მასპინძლები თერთმეტმეტრიანით დააწინაურა. აღსანიშნავია, რომ "რუბინის" კარში შესაძლო პენალტი VAR-მა მანამდეც გადაამოწმა, მაგრამ არ დაუნიშნავს. "უფას" გატანა 23-ე წუთზეც შეეძლო, თუმცა ყაზანელთა მეკარემ ივარგა.

ხვიჩა კვარაცხელიამ ხანგძლივი კომბინაციის შემდეგ, 34-ე წუთზე გაიტანა. საქმეში ისევ VAR-ი ჩაერთო, რომელმაც თამაშგარე მდგომარეობა საეჭვო ვითარებაში დააფიქსირა. ქართველი შემტევი მთელი შეხვედრის განმავლობაში ბევრს ცდილობდა -  თავდაპირველად, დაცვას აქტიურად ეხმარებოდა, შემდეგ კი შეტევაშიც გააქტიურდა.

"რუბინმა" კვარაცხელიას
ძალისხმევით გაათანაბრა - ხვიჩამ მასზე უკეთეს პოზიციაში მყოფი პლიევი ჩამოიცილა და ჟურავლიოვს ავტოგოლი გაატანინა.

შეხევდრაში კიდევ ერთი საკამათო ეპიზოდი იყო, რომელიც ვიდეორეფერის გადაწყვეტილებით, ისევ "უფას" სასარგებლოდ გადაწყდა და მათ კარში პენალტი არ დაინიშნა.

"რუბინი", რომელიც პრემიერლიგაში მე-9 ადგილს იკავებს, 30 ოქტომბერს ცსკა-ს უმასპინძლებს.

altკვარაცხელია სასტარტოშია - ხვიჩა მშრალი სერიის დასასრულებლად!



მკითხველის კომენტარები / 30 /
სად უყურებთ თამაშს იქნებ დალინკოთ ვინმემ
ხვიჩა
24 ოქტომბერი 2021 15:58
0
გოოოოლ.რუ აქ ვუყურბ რუსული ასობით ამრიფე
დიმო
24 ოქტომბერი 2021 22:11
0
დაცვასაც ეხმარება და შეტევაშიც კარგად თამშობს, უბალოდ ვერ ყვება გუნდი. თამაშგარე არ ყოფილა ის გოლი, უხეშობაზეც არ აფრთხილებენ მსაჯები, რა ხდება?
Winter
24 ოქტომბერი 2021 15:57
0
არანაირი აფსაიდი არ ყოფილა.
.
24 ოქტომბერი 2021 15:55
0
რატომ არ ჩაითვალა ეს გოლი, მსაჯებიც შეთანხმებული არიან მგონი, რომ ამ ბიჭს მოტივაცია დაუკრგონ. ის უხეშობა კიდე გაფრთხილების გარეშე როგორ შეიძლებოდა. მოკლედ რაა, ვგიჟდები როგორ უსამართლოდ ექცევიან
Herbst
24 ოქტომბერი 2021 15:54
4
არ იყო აფსაიდი გადაამოწმეს და მაინც აფსაიდი ჩათვალეს წტფ?
SHAME!
24 ოქტომბერი 2021 15:51
0

სიახლეები პოპულარული