სლუცკიმ ხვიჩას არჩათვლილ გოლზე კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურში „რუბინი“გასვლაზე „უფას“ დაუზავდა (1:1), სტუმართა გუნდის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია კარგად გაისარჯა, პირველ ტიმში საეჭვო თამაშგარეს გამო გოლი არ ჩაუთვლეს, მეორე ტაიმში კი მისი ჩაწოდებული ბურთი მასპინძელთა მცველმა ჟურავლიოვმა საკუთარ კარში ჩაჭრა. საერთოდაც, უნდა აღინიშნოს, რომ კვარაცხელია თანდათან ფორმაში დგება და მალე ძველებურად ითამაშებს.

ნამატჩევს კომენტარი „რუბინის“ მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ გააკეთა:

"პირველ ტაიმში ვერ ვივარგეთ და შეიძლება ღრმა პასივში ჩაგვეწეროს. ჩასათვლელი იყო თუ არა ხვიჩას გოლი? განმეორება ჯერ არ მინახავს, ამიტომ VAR-ის მსაჯებს ვენდობი, რომლებმაც ოფსაიდი დაადგინეს.
მომავალ კვირაში გავიგებთ, როდის დაიწყებს დესპოტოვიჩი ვარჯიშს. ჰაკშაბანოვიჩი ისევ ვერ გამოირჩა შედეგიანი მოქმედებით, რაც შემტევი ჯგუფის ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია. ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ 1 მოვიგეთ, სიტუაციიდან თავდაუზოგავი შრომით უნდა გამოვიდეთ. სხვანაირად ამას ვერ შევძლებთ".

მკითხველის კომენტარები / 4 /
შეფასება რამდენი მიიღი? მატჩის საუკეთესო ვინ გახდა? საინტერესო იქნება თუ დადებთ
Herbst
24 ოქტომბერი 2021 20:15
2
7,0
muro
24 ოქტომბერი 2021 21:42
0
მატჩის საუკეთესოდ,უფას თავდამსხმელი და გოლის ავტორი,აგალაროვი დაასახელეს.
სოსო
24 ოქტომბერი 2021 21:09
0
მეგონა გააპროტესტება ამ არჩათვლილ გოლს, ამას თუ არა იმ უხეშობაზე მაინც იტყოდა რამეს, რომელიც მსაჯმა დააიგნორა. რახდება საერთოდ
Thomas
24 ოქტომბერი 2021 19:27
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული