balla:
"ანორთოსისი" "ანტონის პაპადოპულოსზე" "აეკთან" გასამართი დიდი დერბისთვის მზადაა, სადაც მას მხოლოდ გამარჯვება დააკმაყოფილებს.
ჩვენი დაკვირვებით, თემურ ქეცბაია 3 მცველითა და 2 ფორვარდით თამაშის ტაქტიკას ამუშავებს."
კვიპროსული გამოცემის მიხედვით, ქართველებიდან ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ გიორგი ლორია იქნება, ნიკა ნინუა და ნიკა კაჭარავა (რომელმაც კონფერენს ლიგაზე საგოლე პასი გააკეთა) კი სათადარიგოთა სკამზე დარჩებიან.
ქეცბაიას გუნდს 5 შეხვედრიდან მხოლოდ 6 ქულა აქვს. მატჩი ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება.
პორტუგალიაში გიორგი აბურჯანიას "ჟილ ვისენტე"
აბურჯანიამ გუნდის უკანასკნელ შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა, "ჟილ ვისენტემ" კი "კონდეიქსა" 5:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების 26 წლის ნახევარმცველს პორტუგალიის ჩემპიონატში ნაკლებად ენდობიან. ამის მიუხედავად, გოლის გატანა მაინც მოახერხა.
"ჟილ ვისენტეს" 8 ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს და მე-10 ადგილს იკავებს, "ბრაგა" კი 13 ქულით მე-6 პოზიციაზეა. დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
"არ მაინტერესებს, ფავორიტები ვართ თუ არა" - ქეცბაია კონფერენს ლიგის წინ
ქეცბაიას გუნდი კიდევ ერთხელ დამარცხდა - "გოლებს მარტივად ვუშვებთ"
აბურჯანიამ პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში პირველი გოლი გაიტანა და გუნდს ქულა გადაურჩინა [VIDEO]