„ჩვენ, რა თქმა უნდა, ასეთ შედეგს არ ველოდით. იმ სიტუაციაში ვართ, რომელში ყოფნაც არ გვინდოდა. მე რაღაც სხვა რამით დავკავდები. ყველა, ვინც გუნდის, ფეხბურთელების და მწვრთნელების გვერდითაა, გამოცდას გადის. როდესაც გუნდს სირთულეები ექმნება, დახმარებას საჭიროებს. ზოგიერთს დაავიწყდა უტიტულო 13 წელი და ის, თუ რას მივაღწიეთ ამ ბოლო 2 წელში.
უმადურობასაც გააჩნია საკუთ
წარმატებებს ძალიან ადვილად ვივიწყებთ. იქ ტრიბუნის ასეთი ბევრი მწვრთნელი იყო და ეს თქვენ შესანიშნავად იცით. ჩვენ, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვართ. ეს ადვილი წელი არ იქნება, გუნდის შექმნას შევეცდებით და თანადგომა გვჭირდება. ვისაც ეს არ სურს, შეუძლია სახლში დარჩეს და აქ მოსვლით პრობლემები არ შეგვიქმნას. უმადურობა ყველაზე ცუდია, რაც მსოფლიოში არსებობს. მე ყველაფრის პატიება შემიძლია, მაგრამ უმადურობა ყველაზე საშიში დანაშაულია. ზოგიერთი ჩვენს მიღწევებს აფასებს. მხოლოდ 6 მატჩი ჩავატარეთ, წინ მთელი სეზონია.
გუნდს მხოლოდ ტიტულის მოგების შემდეგ დავტოვებ. გუნდს ფეხზე დასადგომად მხარდაჭერა უნდა. ტრიბუნების მწვრთნელები ვერ გვეხმარებიან. გუნდს ჰყავს მწვრთნელი, რომელმაც იმას მიაღწია, რაც ვერავინ შეძლო. ფეხბურთი ჩვენი სამუშაოა. მათი სწავლება არ გვჭირდება, ჩვენ ეს სხვებზე უკეთ ვიცით.
ზოგიერთი უსარგებლო ადამიანი და ჟურნალისტი გვეუბნება, რა უნდა ვაკეთოთ. ნებისმიერი, ვისაც გუნდი უყვარს, ახლა უნდა მოვიდეს. ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ. ზოგიერთი ამას სიზმარშიც კი ვერ ნახავდა.
ვიღაც წარუმატებლები ჭკუას ნუ გვასწავლიან, პამპერსებიანები, თუ რა უნდა ვაკეთოთ. ამიტომ უჯობთ, ხმა ჩაიკმინდონ. ჭეშმარიტი ქომაგები საგულშემატკივროდ მოვიდნენ. ლაპარაკში ყველა ვაჟკაცია.
„ანორთოსისისთვის“ ერთ სეზონში წარუმატებლობა კატასტროფა არ არის. ჩვენ არ გვითქვამს, რომ ყოველ წელს ჩემპიონები გავხდებით. ეს ძნელია. ხომ ხედავთ, „ომონია“ „პაეკთან“ დამარცხდა. ეს ფეხბურთია, გაიღვიძეთ. ჩენ მოგებას ტყუილად არავინ მოგვცემს. მეტოქესაც გააჩნია საბრძოლო ჟინი. მათ არ მიუღწევიათ იმისათვის, რასაც „ანორთოსისმა“ მიაღწია და ამისკენ მიისწრაფვიან“, - ციტირებს ქეცბაიას 24sports-ი.
კვიპროსული პრესის მტკიცებით, ფანები იმის გამო დარჩნენ უკმაყოფილოები, რომ 61-ე წუთზე ქეცბაიამ ნახევარმცველი ამრ ვარდა ნიკა კაჭარავათი შეცვალა და ნამატჩევს თემურს უსტვინეს.