"ეფექტური "ჩაკი" "გენტის" მნიშვნელოვანი ფიგურა გახდება" - ბელგიური მედია ჩაკვეტაძეს აქებს

AutoSharing Option
ბელგიის თასის 1/16-ფინალში "გენტმა" საკუთარ მოედანზე 4:0 დაამარცხა "ბელისია ბილზენი". გიორგი ჩაკვეტაძემ კარგად იასპარეზა, პირველ საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა, საგოლე პასი გააკეთა და პენალტით გოლიც გაიტანა. hln.be-მ ჩვენებური შეაქო.

"იმისათვის, რათა დაბალი დივიზიონის გუნდს შენი თამაში მოახვიო თავს, უნდა აიძულო, ინერვიულოს. ვადის ოდიჯამ მატჩის დასაწყისში ეს გააკეთა, როდესაც გოლი გიორგი ჩაკვეტაძის კარგად მომზადებული შეტევით დაასრულა.

სწორედ ოდიჯა და ჩაკვეტაძე დააყენა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა ლიუკ ნილისის გუნდის წინააღმდეგ სასტარტოში და ნგადეუს, კუმსს, დე სარტს, ბეზუსს, ტისუდალის, დეპუატრისა და სხვებს დასვენების საშუალება
მისცა.

მბოიომ ორი კარგი მომენტი გააცუდა და სტვენა დაუწყეს, ვიდრე ჩაკვეტაძემ გამჭოლი გადაცემა არ გაუკეთა და სეზონში პირველი გოლი არ გაიტანა.

"გენტმა" მაყურებელს სანახაობრივი ფეხბურთი შესთავაზა. ჩაკვეტაძემ თავისი ეფექტური მატჩი ასევე ეფექტური თერთმეტმეტრიანით დააგვირგვინა. ქართველი უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ხშირად თამაშობდა და გვპირდება, რომ ამ სეზონში "გენტის" მნიშვნელოვანი ფიგურა გახდება. "ჩაკმა" გოლის შემდეგ აპლოდისმენტები დაიმსახურა, რომელიც ოდიჯამ უკვე მიიღო. ეს აჩვენებს, რამდენად დიდი არჩევანი აქვს ვანჰაზებრუკს ნახევარდაცვასა და თავდასხმაში".

მკითხველის კომენტარები / 3 /
მიდი ჯიგარო!
ზაზა
29 ოქტომბერი 2021 13:09
0
მიდი ჩაკ!
შაკო
29 ოქტომბერი 2021 11:36
0
მიდი ჩაკვეეე!!! შემოგევლე ძმაო!
შოთა
29 ოქტომბერი 2021 09:13
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული