19:11 30-10-2021
"ჰათაისპორმა" "ბეშიქთაშს" ლობჟანიძის გოლით მოუგო [VIDEO]
AutoSharing Option
გოლი მე-6 წუთზე საბა ლობჟანიძემ გაიტანა. მაროკოელი თავდამსხმელის აიოუბ ელ კააბის დარტყმული ისედაც გადიოდა კარში, მაგრამ საბამ ბოლო მომენტში ბურთს ფეხი წაარტყა. ის 71-ე წუთზე შეცვალეს. მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატის 11 მატჩში 4 გოლი და 5 საგოლე პასია.
„ჰათაისპორი“ 23 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ტრაბზონსპორს" 4 ქულით ჩამორჩება და 7 ნოემბერს „ადანა დემირსპორს“ სტუმრად შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
Ver mokceula kargad.
24
4
იმედია იმდენა მიხვდა, რომ პარტნიორისთვის ბოდიში მოეხადა. შენ კიდევ, სტატიის ავტორო, გაიტანა კი არა, სხვისი გოლი მიისაკუთრაო, უნდა დაგეწერა. საბა, ჯიგარო, არ გაგიტყდეს, ჯიბრში კი არ გიდგავარ, გგულშემატკივრობ, მამენტ ნერვიულ ფონზე თამაშში რომ მოსულა, ისიც მესმის, მაგრამ მაინც საზიზღარი სანახავია. ნეტამც არც მენახა
23
1
Ბოდიში საბასთან, მაგრამ ასეთ გოლებს არ იტანენ
21
3
მაგარი სირცხვილია, თან გამიკვირდა........
19
2
არ უნდა დაერტყა. ბევრი მიზეზის გამო . კიდევ კარგი აფსაიდში არ იყო
19
2
საბა ნაკრების ფეხბურთელია დიდ პატივსვცემ და ვგულშემატკივრობ მაგრამ ამ მომენტში ეგოისტურად ითამაშა არ იყო საჭირო ამის გაკეთება ფაქტიურად თანაგუნდელს გოლი მოპარა და ეს დაინახა გულშემატკივარმაც მწვრთნელმაც და გუნდმაც რაც ნამდვილად არ იყო ჩემი აზით სწორი საქციელი.
11
0
საბა დაუბრუნე ვალი საგოლე პასით, ისეთი შოთამ რო დაუგორა ლიტმანენს
10
0
ეს მისი გოლი არაა
7
0
რას ლაპარაკობთ? ტიპი თავდამსხმელია და ბურთისკენ გარბის. აქ დასაძრახი არაფერია. ვალი რო აქვს დასაბრუნებელი თანაგუნდელისთვის ამას წყალი არ გაუვა მაგრამ ლანძღვა ზედმეტია, გოლის გასატანად გარბის, ფეხბურთია და სწორედაც მოიქცა. ეს გოლი მას არ ეკუთვნის არანაირად მაგრამ გასალანძღი არაფერია
7
8
ეს რა იყო?...:))))))))))))))
5
2
< წინა12შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული