"ჰათაისპორმა" "ბეშიქთაშს" ლობჟანიძის გოლით მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთის სუპერლიგის მე-11 ტურში „ჰათაისპორმა“ საკუთარ მოედანზე „ბეშიქთაში“ 1:0 დაამარცხა.

გოლი მე-6 წუთზე საბა ლობჟანიძემ გაიტანა. მაროკოელი თავდამსხმელის აიოუბ ელ კააბის დარტყმული ისედაც გადიოდა კარში, მაგრამ საბამ ბოლო მომენტში ბურთს ფეხი წაარტყა. ის 71-ე წუთზე შეცვალეს. მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატის 11 მატჩში 4 გოლი და 5 საგოლე პასია.

„ჰათაისპორი“ 23 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ტრაბზონსპორს" 4 ქულით ჩამორჩება და 7 ნოემბერს „ადანა დემირსპორს“ სტუმრად შეხვდება.

altლობჟანიძე დაფრინავს - კიდევ ერთი საგოლე პასი

მკითხველის კომენტარები / 18 /
Ver mokceula kargad.
Gio
30 ოქტომბერი 2021 19:36
4
იმედია იმდენა მიხვდა, რომ პარტნიორისთვის ბოდიში მოეხადა. შენ კიდევ, სტატიის ავტორო, გაიტანა კი არა, სხვისი გოლი მიისაკუთრაო, უნდა დაგეწერა. საბა, ჯიგარო, არ გაგიტყდეს, ჯიბრში კი არ გიდგავარ, გგულშემატკივრობ, მამენტ ნერვიულ ფონზე თამაშში რომ მოსულა, ისიც მესმის, მაგრამ მაინც საზიზღარი სანახავია. ნეტამც არც მენახა
რა გვეშველება?
30 ოქტომბერი 2021 21:56
1
Ბოდიში საბასთან, მაგრამ ასეთ გოლებს არ იტანენ
Ნიკა
30 ოქტომბერი 2021 19:22
3
მაგარი სირცხვილია, თან გამიკვირდა........
gori
30 ოქტომბერი 2021 20:22
2
არ უნდა დაერტყა. ბევრი მიზეზის გამო . კიდევ კარგი აფსაიდში არ იყო
ტოტტი
30 ოქტომბერი 2021 19:38
2
საბა ნაკრების ფეხბურთელია დიდ პატივსვცემ და ვგულშემატკივრობ მაგრამ ამ მომენტში ეგოისტურად ითამაშა არ იყო საჭირო ამის გაკეთება ფაქტიურად თანაგუნდელს გოლი მოპარა და ეს დაინახა გულშემატკივარმაც მწვრთნელმაც და გუნდმაც რაც ნამდვილად არ იყო ჩემი აზით სწორი საქციელი.
გიორგი
31 ოქტომბერი 2021 02:26
0
საბა დაუბრუნე ვალი საგოლე პასით, ისეთი შოთამ რო დაუგორა ლიტმანენს
muro
30 ოქტომბერი 2021 22:22
0
ეს მისი გოლი არაა
ჯელა
31 ოქტომბერი 2021 08:15
0
რას ლაპარაკობთ? ტიპი თავდამსხმელია და ბურთისკენ გარბის. აქ დასაძრახი არაფერია. ვალი რო აქვს დასაბრუნებელი თანაგუნდელისთვის ამას წყალი არ გაუვა მაგრამ ლანძღვა ზედმეტია, გოლის გასატანად გარბის, ფეხბურთია და სწორედაც მოიქცა. ეს გოლი მას არ ეკუთვნის არანაირად მაგრამ გასალანძღი არაფერია
nnnn
30 ოქტომბერი 2021 23:10
8
ეს რა იყო?...:))))))))))))))
saba
30 ოქტომბერი 2021 23:02
2

სიახლეები პოპულარული