ყაზაიშვილმა, ისევე როგორც თასზე რამდენიმე დღის წინ, მეტოქის კარი თერთმეტმეტრიანით აიღო. მან 90 წუთი ითამაშა და მშვენიერი სეზონი აქვს - 9 გოლი და 3 შედეგიანი პასი.
მე-15 წუთზე მასპინძლები უკვე 2 ბურთით დაწინაურდნენ, თუმცა სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. 72-ე წუთზე "ულსანმა" გამარჯვების გოლი გაიტანა.
ვაკოს გუნდი პირველადგილოსან "იეონბუკს" ქულებით (67-67) გაუთანაბრდა და მომდევნო ტურში, 6 ნოემბერს, სწორედ მას ესტუმრება.
ვაკო ყაზაიშვილის ბრწყინვალე გოლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე [VIDEO]