ფრანგული გუნდის ქართველ ლეგიონერს სიმსივნე აღმოაჩნდა

AutoSharing Option
ფრანგული "როდეზის" 32 წლის ცენტრალურ მცველ ამირან სანაიას სიმსივნე აღმოაჩნდა, - ამის შესახებ განცხადება შაბათს კლუბის პრეზიდენტმა პიერ ოლივიე მიურამ გააკეთა:

"ჩვენ ამის შესახებ ამ კვირაში გავიგეთ. პირველი გამოკვლევები ჩაუტარდა, შემდეგ კვირაში კი მორიგ გამოკვლევას ტულუზაში გაივლის. კლუბი ყველაფერ აუცილებელით დაეხმარება. ის უფრო ძლიერი დაბრუნდება", - ციტირებს მიურას ouest-france.

პრეზიდენტმა სანაიას მდგომარეობა არ დააკონკრეტა, მხოლოდ თქვა, რომ ისინი ყველანი მასთან და მის ოჯახთან ერთად იქნებიან.

სანაია "ზესტაფონში" თამაშობდა, 2008 წლიდან საფრანგეთში ასპარეზობს, 2017 წლიდან "როდეზშია", საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი
იყო, ეროვნულ გუნდში 5 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს.უფეხბურთოდ და ფეხბურთითაც შენს გვერდით ვართ.
georgian
00:53 01-11-2021
0
ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ღვთის წყალობით იმედია ყველაფერი კარგად იქნება. ჯანმრთელობა და სულიერი მხნეობა.
შაკო
11:07 01-11-2021
0

სიახლეები პოპულარული