კვირკველია ძირითადში, 6 გაშვებული გოლი და წიტაიშვილის მოლოდინში

AutoSharing Option
უკრაინის პრემიერლიგის მე-13 ტურში საბა კვირკველია "მეტალისტ 1925"-ის ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა (90 წუთი ითამაშა), მისი გუნდი კი ლუგანსკის "ზარიასთან" საკუთარ მოედანზე 1:6 დამარცხდა.

უკანასკნელ ორ დაპირისპირებაში ხარკოველებმა 11 გოლი გაუშვეს. ეს ნამდვილად გასაკვირი ფაქტია, რადგან ისინი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში საკუთარ კარში ერთ შეხვედრაში მაქსიმუმ 2 გოლს იღებდნენ.

მასპინძლები 1:3 აგებდნენ, როცა მათი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა - 66-ე წუთზე დაცვის ცენტრში კვირკველიას მეწყვილე მიხაილო შერშენი გააძევეს.

"მეტალისტს" 19 ქულა აქვს და მე-8 ადგილს იკავებს, 5 ნოემბერს კი "ოლექსანდრიას" ესტუმრება.

დღეს, 1-ელ ნოემბერს, ბექა ვაჩიბერაძისა და გიორგი წიტაიშვილის "ჩერნომორეცი" პოლტავის "ვორსკლას" ესტუმრება. ოდესელებს ჩემპიონატში აგვისტოს შემდეგ არ გაუმარჯვიათ, აქტიური თამაშის მიუხედავად კი, წიტაიშვილის გოლსა და საგოლე პასს გულშემატკივრები ისევ ელიან.

მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

altაქტიური წიტაიშვილის კიდევ ერთი უშედეგო მატჩი და მოუგებელი სერია [VIDEO]

altკვირკველია მარცხენა მცველის ნაცვლად - "მეტალისტმა" 5 გოლი გაუშვა...





მკითხველის კომენტარები / 1 /
:))))))) ერთხელ მაინც გამოგეტანა ბურთი
beqa
11:15 01-11-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული