აქტიური წიტაიშვილის კიდევ ერთი უშედეგო მატჩი და მოუგებელი სერია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკრაინის პრემიერლიგის მე-12 ტურში ბექა ვაჩიბერაძისა და გიორგი წიტაიშვილის "ჩერნომორეცმა" ისევ ვერ გაიმარჯვა და "ლვივს" საკუთარ მოედანზე დაუზავდა - 1:1.

არადა, მასპინძლებს მოგება ნამდვილად შეეძლოთ. გიორგიმ კიდევ ერთი კარგი მატჩი გამართა, თუმცა შედეგიანობამდე ისევ ცოტა დააკლდა.

წიტაიშვილი ნახევარი საათის შემდეგ განსაკუთრებით აქტიური იყო და მარჯვენა ფლანგიდან ოდესელთა თამაშს ამწვავებდა. საქართველოს ნაკრების შემტევმა ორჯერ კარისკენაც დაარტყა. 

55-ე წუთზე გიორგი მეტოქის საჯარიმოში წაიქცა, თუმცა თერთმეტმეტრიანის ნაცვლად, ეპიზოდი მისი გაფრთხილებით დასრულდა.

"ჩერნომორეცი" 71-ე წუთზე მიხაილენკოს შორეული დარტყმით დაწინაურდა, თუმცა ზუსტად 6 წუთში, მცველების
შეცდომით გოლი საკუთარ კარშიც მიიღო.

ოდესელებს გამარჯვება მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზეც შეეძლოთ - წიტაიშვილმა ჯერ მახვილონიერად ითამაშა და შეტევა კარგად გააგრძელა, თუმცა მეტოქე ძელმა იხსნა, უკანასკნელ წამებზე კი ქართველმა შემტევმა კარში დაარტყა და საკუთარი გუნდისთვის გამარჯვების მოპოვება შეეძლო, თუმცა სტუმართა მეკარემ ბურთი მოიგერია.

ბექა ვაჩიბერაძე 69-ე წუთძე შეცვალეს, გაფრთხილება კი მანაც მიიღო.

"ჩერნომორეცს" გამარჯვების მოპოვება ისევ უჭირს, 7 ქულით მე-14 ადგილს იკავებს და 27 ოქტომბერს დონეცკის "შახტარს" უმასპინძლებს.

altწიტაიშვილი არასასურველ გუნდსა და სიტუაციაში აღმოჩნდა

altლობჟანიძე შედეგების გასაზრდელად, წიტაიშვილი კი გამოსასწორებლად - ქართველების ორშაბათი

altაქტიური წიტაიშვილის 90 წუთი და 5-თამაშიანი მოუგებელი სერია [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 1 /
გაუტანს შახტარს
ზაალი სიხარულიძე
09:54 24-10-2021
1

სიახლეები პოპულარული