ხვიჩა მსოფლიოს დრიბლიორებში მეშვიდეა

AutoSharing Option
CIES Football Observatory-მ, რომელიც საფეხბურთო სფეროში გამოკვლევებს ატარებს,  InStat-ის მონაცემებზე დაყრდნობით, მიმდინარე სეზონის მსოფლიოს 33 ლიგის ყველაზე აქტიური დრიბლიორების სია გამოაქვეყნა.

რეიტინგი ფეხბურთელთა 100 წუთის განმავლობაში წარმატებული დრიბლინგის მიხედვით შეადგინეს, რომელშიც "რუბინის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მეშვიდე ადგილი დაიკავა.

Sportall.Ge

პირველ ადგილზე ადამა ტრაორეა ("ვულვერჰემპტონი", 11.2), მეორეზე - ნაუელ ლუანი ("უნივერსიდად დე ჩილე", 9.7), მესამეზე - ჩიდერ ეჯუკე (ცსკა, 9.3), კვარაცხელიას ანგარიშზე 7.6 წარმატებული დრიბლინგია.

და ეს იმის გათვალისწინებით, რომ ხვიჩა ყველაზე წარმატებულ სეზონს ვერ ატარებს და წარმოიდგინეთ, როგორი იქნება მისი მაჩვენებელი
ფორმაში ჩადგომის შემდეგ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
მოუსმინეთ სლუცკიმ რა თქვა? ყველაზე მეტად განიცდიდა საქართველოდან წასულ გზავნილებს, პრესის და გულშემატკივრისო.
ძალიან ეწყინა ქართველები რომ წერდნენ თითქოს ფულის გამო არ წავიდა ევროპაში და ფულის გამო დარჩა რუსეთშიო. მე არ ვიცი ეგ სად წაიკითხა ხვიჩამ მაგრამ ვიცი, რომ წერდნენ. უბრალოდ ყველამ ჩაიხედოს თავის გულში და საჯარო სივრცეში ეგეთი რამეები არ დაწეროს, ყველა სიტყვას მნიშვნელობა აქვს.
მართალია ვერავის ვერაფერს აუკრძალავ და კომენტარში მაინც ყველას უნდა ჰქონდეს ყველაფერის უფლება მაგრამ არსებობს დაუწერელი კანონებიც და ეს გულშემატკივარმა თავად თუ არ შეიგნო, სამწუხაროდ სხვა გზა არ არსებობს.
იმედია გაიზრდება ისიც და გამოცდილებასთან ერთად ისწავლის ნეგატიური დამოკიდებულების და ცუდი კომენტარების დაიგნორებას.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ხვიჩაზე მაინც არ უნდა თქვას ქართველმა გულშემატკივარმა, რომ ფული აინტერესებს მხოლოდ და ასე შემდეგ. დიდი სირცხვილია ეს.
Winter
02 ნოემბერი 2021 18:36
3
რა კომენტარებია, თქვენ მაინც დაანებეთ თავი, ისედაც ყველამ გადაუარა ვისაც არ დაეზარა :დ
ხომ თქვა სლუცკიმ, რუსული პრესის კრიტიკას არ განიცდის, ქართველებისგან წასულ ჰეითს და ნეგატივს განიცდის ყველაზე მეტადო და დაანებეთ რააა :(
Michael
02 ნოემბერი 2021 14:33
1
ცუდი არაფერი გაუკეთებია, მისი დრიბლინგი აღნიშნეს პრესაში და ამაზეც აჰეითებს ხალხი :დდდ
თუ არ მოგწონთ დრიბლინგზე ინფორმაცია არ წაიკითხოთ და გვერდი აუარეთ. სისულელის გამო ნუ აჰეითებთ, ცუდად რომ ითამაშებს მაშინ გააკრიტიკეთ. :)
.
02 ნოემბერი 2021 15:08
0
უბრალოდ დაიწერა სტატია და არაფერი არ ხდება, არაა საჭირო ამდენი ბოღმა. რუსულ საიტზე ვნახე ეგ ინფორმაცია რამდენიმე დღით ადრე. დამშვიდდით მესის არავინ ადარებს,თავად თქვა ჯერ არაფრისთვის მიმიღწევიაო, არაა საჭირო მოტივაციის მოკვლა ამ ბიჭისთვის. და დასაცინი კიდე არაფერი აქვს.
თუ განახორციელა წარმატებული დრიბლინგი და დაიწერა ამაზე რამე, გასაკვირი რატომ არის?
ქართველებმა უნდა იღლიცინონ აუცილებლად.
Skeleton
02 ნოემბერი 2021 12:24
2
azri?
კუ კობსონი
02 ნოემბერი 2021 11:46
1
Azri is aris boghmianebs ro chaga....
.
02 ნოემბერი 2021 13:05
2
ორ მაჩვენებელს აქვს მნიშვნელობა:
1) საქართველოს ნაკრებთან ერთად რას მოიგებს;
2) როდის გადავა დიდ გუნდში(ბარსელონა, მილანი...) და რას მოიგებს დიდ გუნდთან ერთად.
ქ. გ.
02 ნოემბერი 2021 11:34
0
დაიწყება ბოღმიანი კომენტარები. ხვიჩას წარმატებები.
რატი
02 ნოემბერი 2021 11:08
3
დაიწყო ახალი ტალღა - რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ?
საწყალი მესი. ვერ ეღირსა ამ სიაში მოხვედრა. )))
ILIA
02 ნოემბერი 2021 10:43
6
მბაპე სიაში არ შეიყვანეს
gio
02 ნოემბერი 2021 10:14
1
არ მოგბეზრდათ ეს ზღაპრები.
გენა
02 ნოემბერი 2021 09:02
5
ნეიმარი ალბათ ბოლო ადგილზეა!
ავთო
02 ნოემბერი 2021 08:52
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული