"რამდენჯერმე ვნახე და, ჩემი აზრით..." - ვახო სანაია საბა ლობჟანიძის მიერ გატანილ გოლს ეხმაურება

AutoSharing Option
ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში თურქეთის სუპერლიგის მე-11 ტურში საბა ლობჟანიძის მიერ გატანილ გოლს ეხმაურება.

როგორც იცით, მაროკოელი თავდამსხმელის, აიოუბ ელ კააბის დარტყმული ისედაც გადიოდა კარში, მაგრამ საბამ ბოლო მომენტში ბურთს ფეხი წაარტყა, ამის გამო კი მატჩის შემდეგ საბამ ბოდიში მოიხადა. მისმა "ჰათაისპორმა" "ბეშიქთაშს" 1:0 სძლია.

სანაია აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

"ბოდიში მოიხადა. ხდება ხოლმე. რამდენჯერმე ვნახე და, ჩემი აზრით, პირადი სტატისტიკის გაუმჯობესებისთვის არ გაუკეთებია. გადააზღვია ბურთი. ზურგით იდგა - ან მცველის შესაძლო ვარდნაზე ფიქრობდა ან ინსტინქტურად მიარტყა. მოკლედ,
რაღაც ეგეთი იყო და არანაირად სხვა რამ.", - წერს სანაია.

მკითხველის კომენტარები / 28 /
აქ მაინც დაგვანებოს თავი :))))
123
03 ნოემბერი 2021 18:22
1
გელა ნუგზარაშვილის ნათქვამი მახსენდება ერთერთ ინტერვიუში: "მე ყოველთვის (თვითონ "ყოველთვინ" თქვა, მაგრამ სწორი ფორმით დავწერ) ვისმენ სხვის აზრს და ვცდილობ მასში სიმართლის მარცვალი დავინახო, რადგან მისი პოვნა ყველგან შეიძლება!"
ნოდარი გახლავართ
03 ნოემბერი 2021 13:38
0
ჭამე, ნოდარი!
შიშველი სიმართლე
03 ნოემბერი 2021 18:45
1
ქალბატონ ინფა ფრიგოლიას ძალია უყვარს ფეხბურთი, ტკივა გული ქართული ფეხბურთის პრობლემებზე და ძალზე კვალიფიციურად მსჯელობს სპორტის ამ სახების ყველა ასპექტზე, როგორც ეროვნულ ასე საერტაშორისო ჭრილში.

ხანდახან რომ გამოქვეყნდეს მისი შეხედულებები და მოსაზრებები, არ იქნებოდა ურიგო, რადგან ვფიქრობ ძალიან ბერვრს და საინტერესოს შემოგვთავაზებს ჩვენს საჭირობოროტო თემებზე.

გთხოვთ, იქნებ მისი პოსტები ან ინტერვიუც გაგვაცნოთ და განვიხილოთ საზოგადოებრივ სივრცეში

წინასწარ დიდი მადლობა
გუგა
03 ნოემბერი 2021 08:51
3
გაპოლიტიკურდა ყველაფერი))
ადამიანმა გამოხატა აზრი საკუთარ გვერდზე,
-პრეტენზიები თუა -უნდა იყვეს ადმინისტრაციასთან.
გემოვნებაზე კი დავობენ, მარა ტუ არ მოგვწონს როგორც ჟურნალისტი ვედავოთ კერძო ტელევიზიის "ადმინისტრაციას"))
-ანაც გადავრთოთ, ან გამოვრთოთ და მხოლოდ"იმედიანად" ვიყოთ)))
წარმატება ლობჟანიძეს. მშრომელი ფეხბურთელია და დღევანდელ ნაკრებში, საშუალოზე წინ დგას.
rable
02 ნოემბერი 2021 21:16
8
მაინც ცოცორი ხარ!
Vasili
02 ნოემბერი 2021 17:49
26
სამარცხვინო კომენტარებია, აგრესიული გოშიების წკავწკავი...
ადამიანმა სრულიად უწყინარი მოსაზრება გამოთქვა წმინდად საფეხბურთო საკითხზე და წაესიენ )))
ისე კი რა ?! ამათნაირებისაა ქვეყანა და ეგეთები ზეობენ დღეს. რაღაა სალაპარაკო ?
korben dallas
02 ნოემბერი 2021 16:54
25
ძაან პატარა ხარ,გულშიც და თავშიც
სამწუხაროდ
02 ნოემბერი 2021 20:24
13
ნაცი და ქოცი რა შუაშია? თუ უკვე ნაკრებიც მარტო ქოცების გგონიათ და სხვას არ აქვს უფლება აზრის გამოხატვის,მერე რა? სანაია თქვენსავით რომ არ ფიქრობს და არ მოსწონს ქართული ფეხბურთის დღემანდელი დონე, თქვენზე ნაკლები რითია,ყოველ შემთხვევაში მათზე ვინ აქ ასეთ საშინელებებს წერს.ხო, ახლა ფეხბურთის მოყვარულები დაუპირისპირეთ ერთმანეს...... ესღა გვაკლია სრული ბედნიერებისათვის.
რაიიი?
02 ნოემბერი 2021 16:41
15
აქ მიზეზი იმისა,რომ სანაია ურყოფით კონტქსტში მოიხსენიება,არ არის მისი კომენტარი საბა ლობჟანიძეზე,ან ზოგადად ქართულ ფეხბურთზე,მემგონი რომ ამას ხვდები,რადგან საკმაოდ დალაგებული კომენტარია თქვენი, მთავარი მიზეზი არის მისი ყოველდღიური კომენტარები და ცხოვრება თუ ის როგორ ცხოვრობს და ის დემაგოგია და ტყუილების კორიანტელი,რაშიც თვითონ ცხოვრობს და ეს არც იქნებოდა პრობლემა,მისი არჩევანია და როგორც უნდა იცხოვროს,მაგრამ ის სხვა ადამიანებსაც ამ ტყუილში აცხოვრებს,რადგან ის მხოლოდ ერთი ფიზიკური პირი არ არის,მას მასებზე მიუწვდება სიტყვა,სამწუხაროდ,გვარამიამ,სანაიამ,გრიგოლიამ და კიდევ რამოდენიმე ჟურნალისმა ისე გამოურეცხეს ტვინი ხალხს,რომ შავიც კი თეთრი სჩანს ზოგიერთებისთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს,რომ სასწრაფოდ მიიღებს მთავრობა კანონს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე და ასევე ცილისწამებაზე და ამის შემდეგ აფიქსირონ თავიანთი აზრი როგორც სურთ ისე,თუმცა კანონის დარღვევის შემთხვევაში პასუხოც აგონ,
საქართველო
02 ნოემბერი 2021 17:33
17
სანაიას ფეხბურთი ძალიან უყვარს და საკმაოდ კარგად ესმის ეს სპორტი.ცნობისათვის მისი ძმა ლიცენზირებული მწვრთნელია.ჟურნალისტია,უნდა და აქვეყნებს პოსტებს.ვისაც არ მოგწონთ ნუ კითხულობთ რა პრობლემაა??რომელ ნაცებზე ლაპარაკობთ,გაიხსენეთ ვინ გყავთ პრემიერად.
Master
02 ნოემბერი 2021 16:34
24
რადგან მისი ძმა ლიცენზირებული მწვრთნელია,ეს არ ნიშნავს,რომ ამა კარგად ესმის ფეხბურთი.უბრალოდ მას თავის შეხედულებები აქვს.მეც მაქვს ლიცენზია,მაგრამ ჩემი ძმა ხელოსანია.ანუ??? მაგარი ალიბი გაუკეთე სანაიას :-) წეროს თავის ვოლზე თავის აზრები,ის არ არის სპორტული ჟურნალისტი და წესით არ ეკუთვნის პოსტები სპორტულ გვერდებზე,მაგრამ ეს ამ გვერდის უფლებაა დადებს თუ არა მის კომენტარს. ამიტომაც ყოველთვის დიდი მინუსს ვუწერ ამ გვერდს,როდესაც ბატონი " საფეხბურთო ექსპერტის" კომენტარები იდება აქ.
სამწუხაროდ
02 ნოემბერი 2021 18:06
10
მახსოვს, 60-ანი წლების ბოლოს კახი ასათიანი გადაეფარა დიდი მიშა მესხის გოლს... დამცველი, რომ ვერ მიკარებოდა. გოლი მიხეილ მესხს ჩაეთვალა.
tngh
02 ნოემბერი 2021 16:27
1
ისეთი ტიპები ილანძღებით ვინ იძახით სპორტი და პოლიტიკა სხვადასხვაა და ნუ ურევთო... ხოდა თუ ნუ ვურევთ რა არ მოგწონთ მაშინ? ადამიანმა გამოთქვა თავისი აზრი, რა პრობლემაა? ტეხავს რაა...
ვენეციის კომისია
02 ნოემბერი 2021 16:02
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული