"მამარდაშვილი საბოლოოდ ჩამოიშორა" - ნიდერლანდური მედია სილესენზე

AutoSharing Option
ნიდერლანდური vi იასპერ სილესენისა და გიორგი მამარდაშვილის კონკურენციაზე წერს:

"სილესენს ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი იმედგაცრუება გადახდა, თუმცა ნიდერლანდელი ბევრს იბრძოდა, რათა "ვალენსიასთვის" თავისი მნიშვნელობა დაემტკიცებინა.

იასპერისთვის საფეხბურთო ზაფხული დამღუპველი აღმოჩნდა. 32 წლის კიპერმა ევროპის ჩემპიონატი გამოტოვა, კლუბში კი 21 წლის გიორგი მამარდაშვილის თამაშის ცქერა მოუწია. სილესენმა შანსი მაშინ მიიღო, როცა ქართველმა კონკურენტმა სერიოზული შეცდომა დაუშვა.

"აიაქსის" ყოფილი ფეხბურთელი სექტემბრის ბოლოს ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ ხოსე ბორდალასის გუნდში დაბრუნდა და როგორც ჩანს, მამარდაშვილი საბოლოოდ ჩამოიშორა. სილესენმა თავისი თვისებები კიდევ ერთხელ "ვილიარეალის" წინააღმდეგ აჩვენა
- კატის რეფლექსი გამოავლინა.

ნიდერლანდელ კიპერს "ნარინჯისფერებში" აღარ იწვევენ - ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი ლუი ვან გაალიც მას უგულებელყოფს. იასპერს თავისი შესაძლებლობების დამტკიცება უახლოეს ტურში, მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ შეეძლება."

altAS: მამარდაშვილის მოულოდნელი "აფეთქება" - ნებისმიერ მომენტში შეიძლება ვითარება ქართველის სასარგებლოდ შეიცვალოს



მკითხველის კომენტარები / 9 /
ტყული მოლოდინი აქვთ ნიდერლადელებს, სილესენი დაღმავალია, მამარდაშვილი აღმავლი. რა თქმა უნდა გამოცდილია მარა ახალგაზდა და ნიჭიერ მამარდაშვილი უფრო პერსპეკტიულია ამას ლაპარაკიც არ უნდა. დრო თავის ადრგილზე დააყენებს ყველაფერს. წარმატებები მამარდაშვილის.
G.LA
21:08 02-11-2021
8
ატლეტიკოსთან გრიზმანის და სუარესის ჰეთრიკებს ველოდები.. მამარდაშვილი უნდა დაბრუნდეს ძირითადში..
geo-geo
17:03 02-11-2021
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული