ქართველმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ გამარჯვებისთვის იდეალური პირობები აქვთ:
"ესტონელებთან პირველი თამაშის (2:2) შემდეგ იმედგაცრუებულები ვიყავით, რადგან ანგარიშის შენარჩუნება და სამი ქულის მოპოვება ვერ მოვახერხეთ. ახლა მზად ვართ, გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ".
"ომონიასთან" მოგების შესახებ: "როდესაც მოქმედ ჩემპიონს აჯობებ, ეს ფსიქოლოგიურად ნამდვილად კარგია. არ ვიცოდი, რომ თურმე კვიპროსის არცერთ გუნდს ევროტურნირებზე სტუმრად მოგებული არ ჰქონია. იმედი მაქვს, პირველად ამას ჩვენი გუნდი მიაღწევს".
"ფლორას" ძლიერი და სუსტი მხარეები: „ყველა გუნდს აქვს ასეთი. ჩვენთვის მთავარი
თუ ვიტყვი, რომ მხოლოდ დღევანდელ თამაშზე ვართ კონცენტრირებულნი, სიმართლე არ იქნება. აუცილებლად მომავალზე ვფიქრობთ, მაგრამ გამარჯვებისთვის საუკეთესო შემადგენლობას დავეყრდნობი. ორი წლის განმავლობაში დერბიში პირველად გავიმარჯვეთ და ვიმედოვნებთ, რომ წარმატება გაგრძელდება".
გიორგი ლორია შეხვედრას ოჯახური პირობების გამო დააკლდება, ნიკა კაჭარავას ძირითად შემადგენლობაში ველით, ნიკა ნინუა კი, ალბათ, სათადარიგოთა სკამზე დარჩება.
კონფერენს ლიგის B ჯგუფს გიორგი ჩაკვეტაძის "გენტი" 9 ქულით ლიდერობს. ქართველი ნახევარმცველი მომჯობინდა და "პარტიზანთან" (რომელიც 6 ქულით მეორე ადგილს იკავებს) შეხვედრის განაცხადში იმყოფება. "ფლორასა" და "ანორთოსისს" კი თითო ქულა აქვთ.
ესტონეთში გასამართი შეხვედრა თბილისის დროით 19:30 საათზე, ბელგიური დაპირისპირება კი 21:45-ზე დაიწყება.
მომზადებულია anorthosis24-ის მიხედვით
ჩაკვეტაძეს სასტარტოში მოიაზრებენ - "გენტი" "პარტიზანს" დაუპირისპირდება