კაჭარავას საგოლე პასი - "ანორთოსისმა" შეცდომებზე ვერ ისწავლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში „ანორთოსისი“ ტალინში „ფლორასთან“ ფრეს დასჯერდა - 2:2.

ფამაგუსტური გუნდის მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ნიკა კაჭარავა შეუცვლელად ათამაშა, ნიკა ნინუა ისევ სათადარიგოთა შორის დატოვა, ხოლო გიორგი ლორია განაცხადში არ იყო.

ამ გუნდების წინა მატჩი ნიქოზიაში 2:2 დასრულდა და მაშინაც „ანორთოსისი“ 2:0-ს იგებდა. დღევანდელი შეხვედრაც ანალოგიური სცენარით განვითარდა: 28-ე წუთზე დემეტრის ხრისტოფიმ „ანორთოსისი“ დააწინაურა, 33-ე წუთზე დენის პოპოვიჩმა კაჭარავას პასით დალაშქრა ესტონელთა კარი, მეორე ტაიმის დასაწყისში საპინენმა და ზენიოვმა გაიტანეს და ანგარიში გათანაბრდა.

კვიპროსული პრესა აღნიშნავს, რომ
კაჭარავამ ტალინში ადრე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გაიტანა გოლი, ამჯერადაც არ გაისარჯა ურიგოდ და „ანორთოსისის“ ძირითად შემადგენლობაში იმკვიდრებს ადგილს. შეგახსენებთ, ნიკამ ჩემპიონატის გასულ ტურში „ომონიას“ გაუტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

„ანორთოსისი" B ჯგუფში 2 ქულით ბოლო ადგილზეა და 26 ნოემბერს „გენტს“ უმასპინძლებს, რომელიც დღეს საკუთარ მოედანზე „პარტიზანს“ დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამან რისთვის წაიყვანა ნიკა ნინუა პაოკში მეტს ათამაშებდნენ და უკეთეს გუნდში ვარჯიშობდა, პენლებივით ურტყავს ბიჭი ჯარიმებს ნაკრებს გამოადგებოდა, სირცხვილია
თავისუფლება მიშას!!!
05:08 05-11-2021
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული