როგორც კვიპროსული Sport-fm-ი წერს, "აპოელის" რამდენიმე ფეხბურთელი, მათ შორის, თორნიკე ოქრიაშვილი, ლაზარეთიდან დაბრუნდა და ისინი გუნდს უახლოეს შეხვედრაში დაეხმარებიან, მურთაზ დაუშვილის რეაბილიტაცია კი რთულად მიმდინარეობს და 32 წლის ნახევარმცველი შაბათის მატჩისთვის მომჯობინებას ვერ ახერხებს:
"შეტევის წინა ხაზზე ისევ გიორგი ქვილითაია ითამაშებს, ოქრიაშვილი კი გარემარბის პოზიციაზე იქნება."
კვიპროსის ჩემპიონატში მე-6 ადგილზე მყოფი "აპოელი" 6 ნოემბერს "აელს" უმასპინძლებს, რომელსაც ნიქოზიელებზე მხოლოდ ერთი ქულით მეტი (11) აქვს მოპოვებული. ამის შემდეგ სანაკრებო პაუზა იწყება, ვილი სანიოლის სიაში კი მხოლოდ თორნიკე ოქრიაშვილია.
და, დაუშვილი მზად არაა - "წინა ხაზზე ქვილითაია ითამაშებს"" style="height: 50px; width: 50px;" />კვიპროსული მედია ოქრიაშვილისა და დაუშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს