საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი ქვილითაია მოედანზე 90 წუთი გაატარა.
პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლები უკვე 2:1 იგებდნენ. მეორე ნახევარში "აპოელმა" ანგარიში გაათანაბრა, თუმცა VAR-მა გოლი გააუქმა. სტუმართა ძალისხმევამ შედეგი 85-ე წუთზე მაინც გამოიღო - "დოქსას" ბენინელმა ფორვარდმა ტიჯანი ანანემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
სხვათა
"აპოელს" 8 ტურის შემდეგ 10 ქულა აქვს და მე-6 ადგილს იკავებს. ნიქოზიელები 6 ნოემბერს ლიმასოლის "აელს" უმასპინძლებენ. ამავე ტურში, ბოლოსწინა პოზიციაზე მყოფი, "დოქსა" გიორგი პაპუნაშვილისა და რევაზ ინჯგიას "აპოლონს" ესტუმრება.
შესაძლოა, გოლმა ქვილითაიას დაძაბულობა მოუხსნას - 24Sports
ქვილითაიამ ლორიას გაუტანა - ქეცბაიას "ანორთოსისმა" გაიმარჯვა უყუროო
კვიპროსული მედია ოქრიაშვილის უმაღლეს კლასსა და საფეხბურთო ინტელექტს აღნიშნავს