გიორგი წიტაიშვილმა "ჩერნომორეცში" სადებიუტო გოლი ჩემპიონატზე ჩატარებულ მე-11 მატჩში გაიტანა.
"ჩერნომორეცმა" უკრაინის პრემიერლიგის მე-14 ტურში ლვოვში 4:3 დაამარცხა "რუხი". წიტაიშვილმა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, 57-ე წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი, ანგარიში 3:0 გახდა და ვინ იფიქრებდა, თუ გამარჯვების მოპოვება გაუჭირდებოდათ. მოწინააღმდეგემ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, თუმცა ბოლოს ოდესელმა ტლუმაკმა, ვინაც 74-ე წუთზე ბექა ვაჩიბერაძე შეცვალა, გამარჯვების გოლი გაიტანა.
"ჩერნომორეცი" 11 ქულით მე-12 ადგილზეა და 19 ნოემბერს კიევის "დინამოს" უმასპინძლებს.
ლამის მთელი ოდესური გუნდი "დინამოს" ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და ძალიან საინტერესო შეხვედრა გველის, თანაც გიორგის დედაქალაქელთა მწვრთნელ ლუჩესკუსთან ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი.
ორი დღის წინ,მეტალისტის თამაშის ბოლო 20 წუთს ვუყურე.იქ კვირკველია თამაშობდა.იმედი მქონდა,რომ ფორმაში ჩადგებაო,მაგრამ იმდენი აქვს წონა მომატებული,ძალიან მეეჭვება,ამდენი დაიკლოს.ხარკოვს მეკარე უჩანთ კარგი,თორემ მთელი დაცვა კატასტროფაა,რაც ვნახე.დამატებულ წუთებზე,0-2 ანგარიშზე,საბამ კუთხურიდან ჩაწოდებული სახიფათოდ დაარტყა,მაგრამ მეკარემ აიღო,ეს კუთხურიც,საკმაოდ კარგი პოზიციიდან დარტყმული მოიგერია მეკარემ და ამიტომ დაინიშნა.მანამდე კი,მეტალისტი იქით ნახევარზეც ვერ გადადიოდა.მხოლოდ ბოლო 20-25 წუთი ვუყურე და თუ დანარჩენ დროსაც ასე თამაშობს მეტალისტი,გასავარდნი გუნდი ყოფილა.