"ჟორჟი" VS "ჩაკვე" ნაკრების წინ და "რუბინი" წაუგებელი სერიის გასაგრძელებლად

AutoSharing Option
კვირას, 7 ნოემბერს, ქართველი ლეგიონერების მონაწილეობით, გულშემატკივრებისთვის საინტერესო რამდენიმე შეხვედრა გაიმართება. სანაკრებო პაუზის წინ "ჩვენებურები" ერთმანეთსაც დაუპირისპირდებიან.

ბელგიის ჟიუპერ ლიგაში ბოლო დროს მშვენივრად ათამაშებული გიორგი ჩაკვეტაძე და "გენტი" ერთ-ერთ აუტსაიდერ - გიორგი მიქაუტაძის "სერენს" ესტუმრებიან.

"ჟორჟს" უკვე 3 შეხვედრაა არ გაუტანია, მისმა გუნდმა კი ჩემპიონატში უკანასკნელად 3 ოქტომბერს გაიმარჯვა - "ვარეგემი" (5:1) დაამარცხა, ქართველმა ფორვარდმა იმ მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა.

გიორგი ჩაკვეტაძე კარგ ფორმაში შევიდა - კონფერენს ლიგაზე მშვენიერი საგოლე პასი შეასრულა, მანამდე ბელგიის თასზეც გაიტანა.

შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე
დაიწყება.

Sportall.Ge

ყაზანის "რუბინს" ჩემპიონატში უკვე 3-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და სტუმრად, "როსტოვთან" მისი გაუმჯობესება შეეძლება.

ლეონიდ სლუცკის გუნდს დესპოტოვიჩი დააკლდება, რაც ხვიჩა კვარაცხელიას მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. "როსტოვის" რიგებში საინტერესო მცველი გამოდის - "ლაციოს" ყოფილი ფეხბურთელი ბასტოსი.

მატჩის დაწყების დრო 17:30 საათია.

Sportall.Ge

საბა ლობჟანიძე კი შედეგების გაზრდას "ადანასთან" გასვლით მატჩში ეცდება. "ჰათაისპორი" თურქეთის ჩემპიონატში მეორეა - ლიდერ "ტრაბზონს" 7 ქულითა და 1 მატჩით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში საბას მონაგარი 4 გოლი და 5 შედეგიანი პასია. დაპირისპირება ჩვენი დროით 17:00 საათზე აიღებს სტარტს.

Sportall.Ge

თემურ ქეცბაიას "ანორთოსისი" სტაბილურად თამაშს კვლავ ვერ ახერხებს. ფამაგუსტელებმა "ფლორასთან" 2-ბურთიანი უპირატესობა კიდევ ერთხელ გაანიავეს და ჩემპიონ "ომონიასთან" გამარჯვება ცოტათი გააფერმკთალეს.

"პაფოსთან" საშინაო შეხვედრაში (19:00 საათზე) გიორგი ლორია განაცხადს უბრუნდება, თუმცა იქ ნიკა ნინუას ვერ ვხედავთ. ტრავმის შემდეგ, ნიკა კაჭარავა მშვენივრად ათამაშდა და ის ამ მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს შეუერთდება. მხოლოდ 9 ქულის მქონე "ანორთოსისს" გამარჯვება აუცილებლად სჭირდება!

დღესვე, 18:00 საათზე, ვაკო გვილიას "რაკოვი" "პოგონს" უმასპინძლებს, გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას "სლოვანი" - "რუზემბეროკს". დანიის სუპერლიგის მეორეადგილოსანი "კოპენჰაგენი", სადაც დავით ხოჭოლავა ასპარეზობს, "სილკებორგს" ესტუმრება (23:00 სთ).

altბერიძის გოლი, საუკეთესო ქართველი ბომბარდირის ჰეთ-თრიკი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგია ინფორმაციას რომ გვაწვდით ხოლმე
სოსო
17:22 07-11-2021
0
წარმატებები ჩვენს ფეხბურთელებს... ნაკრებში!!!
tngh
15:20 07-11-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული