"ჩერნომორეცმა" აგვისტოს შემდეგ პირველად გაიმარჯვა (4:3), გიორგიმ კი მშრალ სერიას წერტილი დაუსვა და "რუხის" კარი მშვენიერი დარტყმით აიღო. შეგახსენებთ, ოდესურ კლუბში ბექა ვაჩიბერაძეც გამოდის.
წიტაიშვილი დღეიდან საქართველოს ნაკრებს შეუერთდება და შვედეთსა (11 ნოემბერს) და უზბეკეთთან (15 ნოემბერს) გასამართი შეხვედრებისთვის მოემზადება.
წიტაიშვილმა "ჩერნომორეცში" პირველად გაიტანა - ოდესელებმა დრამატულ მატჩში იმარჯვეს [VIDEO]