Sky Sport Italia-ს ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ თავის წიგნში (Grand Hotel Calciomercato) "რუბინის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია მოიხსენია:
"მე ძალიან მინდა კვარაცხელია "ნაპოლიში" ვიხილო. ის 20 წლისაა, დაიბადა საქართველოში, ამჟამად ყაზანის "რუბინში" მარცხენა გარემარბის პოზიციაზე თამაშობს. ხვიჩა ზეწოლას არ განიცდის და ისეთი დარტყმა აქვს, რომელიც შეიძლება პუბლიკას მოეწონოს.
ხვიჩამ იცის, რისი გაკეთებაა საჭირო დიდ მატჩებში. გრძელფეხება, 183 სანტიმეტრი სიმაღლის, კარგად ფლობს ბურთს მარჯვენა ფეხით, თუმცა უფრო მარჯვე ცაციათია. ფიზიკურ ასპექტში კარგია, ფეთქებადია. შესანიშნავი აჩქარება აქვს
და ტემპის შეცვლა შეუძლია. ძალიან ტექნიკურია და დრიბლინგზე წასვლისას არ ეშინია ორივე ფეხით თამაშის".
ხვიჩამ იცის, რისი გაკეთებაა საჭირო დიდ მატჩებში. გრძელფეხება, 183 სანტიმეტრი სიმაღლის, კარგად ფლობს ბურთს მარჯვენა ფეხით, თუმცა უფრო მარჯვე ცაციათია. ფიზიკურ ასპექტში კარგია, ფეთქებადია. შესანიშნავი აჩქარება აქვს
ხალხო იტალური და ესპანური პრესა ეს დღეებია სულ კვარაზე წერს და ჩვენ დავანებოთ თავი? წარმოდგენა გაქვთ რამდენს ნიშნავს ფეხბურთელისთვის კარგი პრესა? ის კი არა რუსები რომ აკრიტიკებენ უაზროდ.
ახლა ირონიულად წერენ, ეგ მარტო თავისი ქვეყნის ნაკრებში იტანს გოლებს და რუბინი დაიკიდაო.
კვარა იმედია ყველას გასცემს სათანადო პასუხს თავისი კარგი თამაშით და ზამთარში სამუდამოდ დაემშვიდობება არაპროფესიონალურ და არასპორტულ ქვეყანას-რუსეთს.