Eurosport-ი ხვიჩას დუბლზე, "მილანსა" და რებიჩთან შედარებაზე

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებულ სანაკრებო შეხვედრებს (შვედეთის კარში დუბლს) Eurosport italia გამოეხმაურა, მის "მილანში" შესაძლო ტრანსფერსა და სამომავლო პერსპექტივებზეც ისაუბრა:

"საქართველო-შვედეთის (2:0) აბსოლუტურ გმირ ხვიჩა კვარაცხელიათი ზაფხულში უამრავი კლუბი იყო დაინტერესებული - "ტოტენჰემი", "ლევერკუზენი", "მილანი". ფეხბურთელმა, რომელიც 2001 წელს დაიბადა, 16 წუთში გაფორმებული დუბლით, ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და მის გუნდს პრობლემები შეუქმნა და ამით ესპანეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაში დაეხმარა.

ხვიჩა თბილისის "დინამოში" აღიზარდა, ისევე, როგორც "როსონერის" ყოფილი მცველი კახი კალაძე. ქართველი "მილანის" ხორვატი ფეხბურთელის, ანტე რებიჩის სტილის გარემარბია (სიმაღლე 183 სმ),
ორივე ფეხს კარგად იყენებს, თუმცა მარცხნიდან შეტევას ამჯობინებს.

კვარაცხელია ბურთთან ერთად სწრაფად მოძრაობს და შესანიშნავი დრიბლიორია.  მიმდინარე სეზონში "რუბინი" დამაჯერებლად ვერ გამოიყურება (მე-8 ადგილს იკავებს), შესაბამისად, ხვიჩაც ჯერჯერობით მხოლოდ 1 გოლსა და 2 შედეგიან გადაცემაზეა შეჩერებული, როცა გასულ წელს მეტოქის კარი 4-ჯერ აიღო და 8 საგოლე პასი ჰქონდა. ქართველის საბაზრო ღირებულება 15- 18 მილიონი ევროა."

alt"კვარაცხელიას თამაში ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს..." - სანიოლი

altCalciomercato: მაისში კვარაცხელიას "მილანში" ტრანსფერი "რუბინის" მოთხოვნილი 20 მილიონის გამო არ შედგა

alt"სახელი ხვიჩა კვარაცხელია შვედეთის ისტორიაში აუცილებლად შევა..." - შვედი ბლოგერი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული