შოთა არველაძე: სიმეონემ და ოვერმარსმა მითხრეს, კვარაცხელია 20 მილიონი არ ღირსო

AutoSharing Option
შოთა არველაძემ საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ "რუსთავი 2"-ის გადაცემაში, "დილა მშვიდობისა, საქართველო"-ში ისაუბრა. მან თქვა, რომ კვარაცხელიას თაობაზე "ატლეტიკოს" მწვრთნელ დიეგო სიმეონესა და "აიაქსის" სპორტულ დირექტორ მარკ ოვერმარსს ელაპარაკა:

"სიმონემ თქვა, ფელიქსი მყავს და რამდენიც არ უნდა გადავიხადო, ვერ ითამაშებსო. 120 მილიონი აქვთ გადახდილი და 20 მილიონი არ ღირსო.

ოვერმარსმა თქვა, რომ კონტრშეტევის ფეხბურთელიაო. შესაბამისად, 20 მილიონი არ ღირსო. სიმართლე თუ გინდა გითხრა, 9-დან 12 მილიონამდე ღირსო".

მკითხველის კომენტარები / 48 /
და რაა ამაში ტყუილი
123
24 ნოემბერი 2021 16:13
10
ის რომ სიმეონე არაა ფეხბურთელების შემფასებელი ))) მაგ საქმეს აკეთებს საიტი, რომელმაც მიანიჭა ეგ ფასი - ტრანსფერმარკეტი. მალე საიტს უჩივლებს არველაძე არასწორად შეგიფასებიაო)))
???
27 ნოემბერი 2021 20:03
1
ფასებს რაც შეეხება, ფეხბურთელის ფასის დადგენაზე დიდ როლს თამაშობს თუ რომელი ქვეყნის პასპორტი აქვს ჯიბეში, ყოველ შემთხვევაში საწყის ეტაპზე, და შემდეგ ეტაპზე უკვე კარიერა თამაშობს დიდ როლს, რაც შეეხება იმას რომ ვიღაცა დაბალ ფასს ამბობს და ვიღაცა მაღალ ფასს, ეს ერთგვარი ვაჭრობაა, ვიღაცას უნდა იაფად იყიდოს და შემდეგ ძვირად გაყიდოს და ამიტომაც აკეთებს მსგავსს კომენტარს, ერთი ინდივიდის მიერ სხვისი პროდუქტი უფრო იაფად ფასდება, მაგრამ თუ ეს პროდუქტი იმ ინდივიდს ხელში აღმოჩნდება ის მისთვის უფრო ძვირფასი ხდება. მარტივად რომ ვთქვათ ბიზნესია. არველაძეს რომ ჰქონდეს მისი კონტრაქტი რა თქმა უნდა სხვაგვარ კომენტარს გააკეთებდა და ეს ნორმალურია. საბოლოოდ ყველაფერი დამოკიდებულია ხვიჩაზე, იმაზე თუ რისი მიღწევა უნდა მას.
ფეოლა
24 ნოემბერი 2021 16:01
1
ხვიჩა ყველაზე მეტად საქართველოს ნაკრებს სჭირდება... პირადა ჩემთვის, მთავარია ჩვენს ნაკრებში ითამაშოს კარგად... ისე კი, რომელ კლუბშიც ურჩევნია, იქ იყოს!!!
tngh
24 ნოემბერი 2021 14:29
0
სისულელე უთქვია მაგ შენ სიმეონეს თვითონ ათამაშებს გუნდს კონტრზე და მაგას თუარუნდა კონტრის მოთამაშე აბა რეალს უნდა? რობენის სტილის მოთამაშეა კვარაცხელია იმ განსხვავებით რომ რობენი ცალფეხა იყო..ეს ორივე ფეხით ურტყავს... ან რის კონტრის მოთამაშეა მასირებული იერიშის დროს არ გამოდგება? თავი რაღაცეები რო ჰგონიათ... ფელიქსი ვაბშე არაა ატლეტიკოს სტილის მოთამაშე ეგ უნდა წავიდეს ინგლისში ან რეალი ბარსაში.. ჩვენთვის კვარა 20 ღირს და 90თიც მთავარია ჩვენთან თავს არ ზოგავს გოლებს იტანს და არველაძის სიტყვებია მე რო ნაკრებში ტრამვა მივიღო ამით ვარჩენ ოჯახს და რავქნა მერეო და ყველა მაგის თაობის მოთამაშე ქეცბას გარდა ყველა ფეხებს უფრთხილდებოდით. ნახეთ და დატკბით კვარას წიტას საბას ჩაკვეს თამაშით გულით რო თამაშობენ და სისხლი რომ უდუღთ....
რომა
24 ნოემბერი 2021 14:22
5
არ სცოდნია არაფერი ოვერმარსას
კაკო
24 ნოემბერი 2021 13:32
2
ამის ვარჯიშს თუ უყურეთ დინამოს აკადემიაში რო ჩაატარა?ჯეოთიმის იუთუბ არხზე დევს.
ტიპს აქვს საშინელი გადმოცემის უნარი- ის ბიჭები შემეცოდა,რაღაცას ექაქანებოდა-ტიპს ჩამოყალიბებული წინადადება არ უთქვამს,ახანის მაგიერ ხმამაღლა ფიქრობს,აზრი უწყდება სხვა რამის ახსნას იწყებს,შუა გზაში ავიწყდება და მერე სხვა რამეს ყვება და ასე დაუსრულებლად.მართლა შემეცოდა ის ბიჭები და კიდე კაი ეს რო არ დაინიშნა ნაკრებში.
P.S. ამის მონაგარია-უზარმაზარი დაფინანსებით უზბეკეთის ჩემპონობა.სხვაგან სადაც იმუშავა არაფერი დასამახსოვრებელი არ გაუკეთებია,კაისერიდან მალევე გაუშვეს,ტრაბზონიდანაც.ქასიმფაშაში დრო ჰქონდა და მაგარი პირობებიც და განსაკუთრებულს არაფერს არ თამაშობდა ამის გუნდი,იქაც ამოწურა თავის თავი წარმატებების გარეშე. ვან გაალთან რო აქვს ნამუშევარი და რაღაცეები იმისგან ისწავლა-ეგ ბევრს არ ნიშნავს..თვითონ ვან გაალიც ვინ ჩემი ფეხებია,აიაქსის მერე წესიერი გუნდი ვერ ააწყო სადაც იმუშავა,ბაიერნიდან დროზე გააგდეს სანამ რამეს დააშავებდა.მანჩესტერი ისე არია ამის წასვლის მერე ვერავინ ვერ დაალაგა. იზვინი შოთი,მაგრამ რუსთავი 2ში რო დაჯდები ასე მიგაკომენტებ-არც ის დამავიწყდა დემეტრაძის პადდერშკა რო გთხოვეს და ამის "დემე გამოუშვითს" მაგიერ რო თქვი-კანონი ყველასთვის გამკაცრდესო,ანუ დემე არ გამოუშვათ და სხვებიც დაიჭირეთო.
Levani
24 ნოემბერი 2021 12:36
9
კაცმა ის გვითხრა, რაც სპეციალისტებმა თქვეს! რათ უნდა ამას ამდენი სიბრძნის ფრქვევა?
Shoda
24 ნოემბერი 2021 13:47
5
ლაიქი დაგიწერე მაგრამ დემეტრაძის ნაწილში არ გეთანხმები. მეგობრობას რომ კანონზე წინ ვაყენებთ მაგიტომ არ ჰყავს ამ ქვეყანას დედა. დემეს შეიძლება სხვანაირად დადგომოდა მაგრამ თუ კანონით ეკუთვნოდა სროკი, რატომ უნდა მოეთხობა გამოშვება? ვისაც ცნობილი მეგობარი აღმოაჩბდა, ყველამ თუ თავისი ნაცნობის გამოშვება ითხობა, ან იმათ რა დააშავეს ვისაც ნაცნობი არ ჰყავს ან ზოგადად კანონები რას გბინდა.

მე არ ვამტკოცებ დემე უეჭველი დასაჭერი იყოო. ეგ საქმე არ ვიცი დეტალურად. შესაძლოა რაიმე ანგარიშსწორებაც იყო. თუმცა ჩანაწერები
მაინც აჩენს ეჭვს რომ იცოდა რაზეც მიდიოდა. რაც არ უნდა იყოს, ზოგადად მიდგომა ჩემი ძმაკაცი გამოუშვით არასწორია. მაგიტომ ვერ მიდის ეს ქვეყანა წინ, კანონი რომ ზოგისთვის კანონია და ზოგისთვის არა
ერთ რამეში არ გეთანხმები
24 ნოემბერი 2021 13:46
2
შოთა იმას კი არ ამბობს, რომ ხვიჩა არ არის კარგი ფეხბურთელი. უბრალოდ ინფორმაცია მოგვაწოდა. სულ უფასოდ რომ გაუშვას რუბინმა, გეწყინებათ? რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, რამდენად აფასებენ ხვიჩას?
ქ. გ.
24 ნოემბერი 2021 12:16
5
და ზუსტად, მაგ ინფორმაციით "ამტკიცებს", რომ კვარ,ა ვითომ არ არის კარგი ფეხბურთელი პირდაპირ ხომ ვერ იტყვის.
.
25 ნოემბერი 2021 23:58
2
დავიწყებ იქედან, რომ არველაძეს არავინ ლანძღავს, არველაძე არის ქართული ფეხბურთის ლეგენდა და ასე დარჩება სულ. უბრალოდ ლეგენდას უნდა ესმოდეს, რომ ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამს კარიერაში თავისი არასწორი განცხადებებით არ უნდა დააბრკოლოს. ეგ 18 მილიონი ტრანსფერმარკეტმა დაადო კვარაცხელიას და რა ვერ მოინელეს ეგ ფასი? თვითონ დაიფასა კვარაცხელიამ თავი თუ რას ეჩხუბებიან ამ ბიჭს რატომ გადევს ამხელა ფასიო ვერ გავიგე :დ
ეგ არავინ იცის მომავალში ვინ რა გახდება. ფეხბურთი ისეთი რამეა ერთმა დეტალმა/მოვლენამ შეიძლება გადაგიწყვიტოს მთელი კარიერა კარგის ან ცუდის მხრივ. ვერავინ გათვლის წინასწარ ვინ რას მიაღწევს, მაგას 35 წლის რომ გახდება კვარაცხელია მერე ვიტყვით. ასე რომ არველაძის ირონიული პასუხები რომ ამდენი არ ღირს, ან იმედია 27 წლის ასაკშიც ისევ პერსპექტიულად არ დარჩებაო, არის სრულიად არალოგიკური განცხადება ახალგაზრდა , 20 წლის ბიჭის მიმართ, რომელსაც აქვს უდიდესი პოტენციალი ითამაშოს დიდი ფეხბურთი და ყურადღებით უსმენს და ისრუტავს რას იტყვიან უფროსები, ლეგენდები, ის ადამიანები ვისაც პატივს სცემს.
მხოლოდ ეგ შენიშვნა მექნებოდა როგორც რიგით გულსემატკივარს, თორე არველაძის ლეგენდობას ეჭვქვეშ არავინ აყენებს აქ.
Skeleton
24 ნოემბერი 2021 12:11
2
ჯერ ერთი,რა წესია ერთი ქართველი ფეხბურთელი ცაში აგყავთ [ჩემი აზრით, ჯერ-ჯერობით სრულიათ დაუმსახურებლად], ხოლო მეორე ქართველს ბოლო სიტყვებით ლანძღავთ? რა გიკვირთ? ვინ გადაიხდის 20-30 მლ-ს ფეხბურთელში,რომელიც რუსეთის ჩემპიონატში თამაშობს ერთ-ერთ მაჩანჩალა გუნდში თითქმის 0 შედეგით [მიმდინარე სეზონში] და არც ერთი ჩატარებული თამაში ჩემპიონთა და ევრო ლიგაზე. შვედებთან და ესპანელებთან გატანილი გოლები კი სტაბილურობის გარეშე, მხოლოდ შემთხვევითობით აიხსნება. შოთას კი ევროპის რამდენ ლიგაში უთამაშია გაიხსენეთ!!! ან ნაკრებში თამაშისას რამდენი სიხარული მოუტანია ჩვენთვის. [ისე.. ჯგუფში ბოლოდან მეორე ადგილზე გასვლა შოთას დროს ნამდვილად არ გვიზეიმია] მაინც, რატომ ხართ ასე დაინტერესებული რომ
რუბინმა კვარა 20-30 მილიონად გაყიდოს? 10-12 მილიონად რომ გადავიდეს დორტმუნდში ან აიაქში ცუდია?.
me
24 ნოემბერი 2021 10:46
13
მარტო შვედებს და ესპანელებს გაუტანა? საბერძნეთსაც გაუტანა. მარცხენა გარემარბმა და არა ცენტრალურმა თავდასხმელმა 4 გოლი შეაგდო მჩ საკვალიფიკაციოში, სულ 6 გოლი გვაქვს გატანილი. მასათან ერთად ნაკრები სულ სხვა შემართებით თამაშობს და დიდ შავ სამუშაოს ასრულებს, მუდმივად 2-3 მოწინააღმდეგის ყურადღებას იქცევს და ზონებს ათავისუფლებს. არ დაგვავიწყდეს რომ ჯგუფის სიმბოლურში შევიდა Whoscored-ს ვერსიით, ერთ-ერთი საუკეთესო შეფასებით, რაც სტაბილურ თამაშზე მეტყველებს. ამას ეძახით შემთხვევითობას? რაც შეეხება რუბინს, არ არის მაჩანჩალა გუნდი, ევროთასებზე გავიდა წინა წელს, ახლა მერვე ადგილზეა და 3 ქულით ჩამორჩება მეოთხე ადგილს. რუსეთიდან top ლიგებში წასულან ფეხბურთელები, გოლოვინში 30 მლნ გადაიხადეს და ბებერ მირანჩუკში 14.5 მლნ. ეს არის რეალობა და არა ცაში აყვანა.აი თქვენ კი რაც დაწერეთ ეგ არის დაკნინება. შოთას რაც შეეხება იასნია იტრიპაჩა. 20 მლნ რომ ღირს ავტორიტეტული გამოცემა იძახის, რომელიც ფასებში არ ცდება.
ყოფილი დინამოელი
24 ნოემბერი 2021 11:46
0
ხვიჩას მინდა მივმართო, იქნებ კითხულობს, ნუ უსმენ ამათ, ბევრ რუსს და არამარტო შენი დიდი ფეხბურთელობა არ უნდა, მიაწექი ბოლომდე და ყველა შანსი გაქვს საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გახდე როგორც მინიმუმ პოსტსაბჭოთა ეპოქაში. მთელი საქართველო გგულშემატკივრობს და სჯერა შენი.
დიდუბელი
24 ნოემბერი 2021 10:30
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული