მამარდაშვილის საკითხი სინგაპურში გადაწყდება?

AutoSharing Option
eldesmarque იტყობინება, რომ "ვალენსიას" ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება მეკარე გიორგი მამარდაშვილის კონტრაქტის გამოსყიდვასთან დაკავშირებით.

გამოცემა აღნიშნავს, რომ "ვალენსიას" ფინანსურად არ ულხინს და მწვრთნელი ხოსე ბორდალასი სინგაპურში აპირებს გამგზავრებას, რათა კლუბის პრეზიდენტ პიტერ ლიმს შეხვდეს და ტრანსფერებისთვის თანხა სთხოვოს, მაგრამ ამას ვერ ახერხებს, რადგან ამ ქვეყანაში შესვლა კოვიდის სიტუაციის გართულების გამო ადვილი არ არის.

ბორდალასს სურს წამყვანი ფეხბურთელები შეინარჩუნოს და ცენტრალური მცველი დაიმატოს, ვინაიდან ამ პოზიციაზე საკადრო პრობლემები აქვს. აგრეთვე ჯერ კიდევ არაა მიღებული გა
დაწყვეტილება მამარდაშვილის, ომარ ალდერეტეს, უგო დუროსა და ელდერ კოსტასთან დაკავშირებით.

მამარდაშვილი "ვალენსიაში" თბილისის "დინამოდან" იჯარის წესითაა გადასული და 1-ელ იანვრამდე მისი ტრანსფერის შედარებით იაფად განხორციელება შეუძლიათ.

ახლა "ღამურების" ძირითადი გოლკიპერი ნიდერლანდელი იასპერ სილესენია, რომელსაც კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და თუ მასში სერიოზული თანხა არ შესთავაზეს, არ გაყიდიან. თუმცა, მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია და ეს კლუბისთვის პრობლემაა.

გუნდში კიდევ ორი მეკარეა: 31 წლის ხაუმე დომენეკს ხელშეკრულება ასევე 2023 წლამდე აკავშირებს, თამაში არ უწევს და წასვლა სურს, ხოლო 23 წლის კრისტიან რივეროს კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს დადებული და იანვარში შეიძლება გაანათხოვრონ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
მერე ვასწავლოთ ამ კარგ ხალხს პროგრამა ზუმი რა აუცილებელია ესპნეთიდან სინგაპურში წასვლა მაგის გამო :დ
ნოდო
18:20 24-11-2021
1
თითქოს საღი აზრის საწინააღმდეგოდ,რატომღაც მგონია,რომ შესაძლოა მამარდაშვილის ვალენსიასათვის მიყიდვა,არც იყოს საუკეთესო გადაწყვეტილება.წესით ახლა მისი ფასიც უფრო მეტი უნდა იყოს და ვალენსიას ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე,კლუბის კიდევ უფრო დასუსტებას უნდა ველოდოთ.ვფიქრობ მისი უფრო ძვირად გაყიდვაც შეიძლება და უფრო სტაბილურ გუნდშიც.მისი შესაძლებლობები ხომ უკვე ცნობილია.
სოსო
21:31 24-11-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული