გასულ სეზონში, დანტე ვანზიესთან ერთად ის 1B ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. არჩევანის უფლება რომ მისცე, ის არა აქ, არამედ ლიონის "ოლიმპიკში" ითამაშებდა (Sport Voetbal Magazine-ს ასე განუცხადა). მიქაუტაძე 7-დან 15 წლამდე სწორედ ამ კლუბში მოღვაწეობდა:
"ის დღე, როცა მითხრეს, რომ არ დამიტოვებდნენ, დიდი იმედგაცრუება იყო", - ამბობს გიორგი, რომელმაც ასევე თქვა, რომ "ლიონი" მისი საყვარელი კლუბია.
როგორც "ოლიმპიკის" ახალგაზრდული გუნდის მოთამაშეს, მას შანსი
"ეს გავაკეთე "ბარსელონასა" და "რეალის" წინააღმდეგ. ლიონელ მესი, ტიერი ანრი და კრიშტიანო რონალდუ პირისპირ ვნახე", - განაცხადა მიქაუტაძემ.
შაბათს კი ქართველი ფორვარდი სულ სხვა კალიბრის ფეხბურთელებს დაუპირისპირდება - "სერენი", რომელიც 16 ქულით მე-15 ადგილზეა, "სტ. ტრუიდენს" უმასპინძლებს.
მომზადებულია voetbalkrant-ის მიხედვით
მიქაუტაძე გატანას ისევ ეცდება - "სერენმა" კარში ყველა დარტყმა გოლად აქცია