შეხვედრა საკმაოდ თანაბარი გამოდგა და შედეგი ლოგიკურად დაფიქსირდა. 18 წლის ქართველმა ნახევარმცველმა დამაჯერებლად და ჭკვიანურად ითამაშა. Sofascore-სგან ლუკამ 6.7 დაიმსახურა. "ურალის" რიგებში რუსეთის მოქალაქეს, 24 წლის ლეო გოგლიჩიძემაც სრული შეხვედრა ჰქონდა. მარცხენაფლანგელი 7.4-ით შეაფასეს.
გაგნიძემ პრემიერლიგაში მე-10 მატჩი გამართა და რამდენიმეში 90 წუთიც იასპარეზა. "ურალი" რომელმაც, სანამ ზურიკო დავითაშვილის "არსენალი" ითამაშებს (ორშაბათს), უკანასკნელ საფეხურს თავი დააღწია,
ოდესის "ჩერნომორეცი" საკუთარ მოედანზე "დესნასთან" დამარცხდა - 0:1. ბექა ვაჩიბერაძე (81 წუთი ითამაშა, გააფრთხილეს) გამოარჩიეს და შეხვედრის საუკეთესოდაც დასახელდა, გიორგი წიტაიშვილის (90 წუთი) მარჯვენა ფლანგი კი უჩვეულოდ ინერტული იყო - ქართველმა ფეხბურთელმა თამაშის გამწვავება ვერ შეძლო.
ოდესელები 11 ქულით მე-13 პოზიციას იკავებენ და 6 დეკემბერს "დნიპრო-1-ს" ესტუმრებიან.
მიქაუტაძე თავისას არ იშლის - არ გაგიკვირდებათ და ისევ გაიტანა [VIDEO]
ლუკა გაგნიძე კი - მომავალი მანუჩარაა - დაიმახსოვრეთ.