მიქაუტაძე თავისას არ იშლის - არ გაგიკვირდებათ და ისევ გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელგიის ჩემპიონატზე კვლავ გამოიჩინა თავი გიორგი მიქაუტაძემ.

მე-16 ტურში „სერენმა“ სახლში 2:0 სძლია „სენტ ტრუიდენს“, მიქაუტაძე მასპინძელთა გუნდში კვლავ სასტარტოში იყო, 57-ე წუთზე იუსეფ მაზიზის პასით გაიტანა, ანგარიში 2:0 გახდა, 87-ე წუთზე კი შეცვალეს.

გიორგის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ჟუპილერ ლიგაში 7, ხოლო თასზე 3 გოლია.

„სერენმა“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, 19 ქულით მე-14 ადგილზეა და 4 დეკემბერს გასვლაზე „ბრიუგეს“ შეხვდება, იქამდე კი 30 ნოემბერს თასზე „ანდერლეხტს“ უმასპინძლებს.

ასე რომ, მიქაუტაძეს მაგარი თამაშები ელის.

მკითხველის კომენტარები / 6 /
მიქაუტაძე და ვოლკოვი ერთად საინტერესო იქნებოდა. 3-4-2-1 სტრატეგიაში. ვოლკოვს ბურთის მიღება და დამუშავება ქვევიდან შეუძლია და საჰაერო ორთაბრძოლებში თამაშიც გამოდის, მიქაუტაძე უფრო სტრაიკერია. ძალიან კარგია კონკურენცია რომ არსებობს, ამას რას მოვესწარი, ეს რომ საუცხოოდ გვაქვს ეგაც ტრაგედიაა, მაგრამ მაინც სასიამოვნოა, 21 წლამდელების ბიჭებიც აწევენ თამასას პოზიციებზე და წინსვლა გარდაუვალი იქნება.
დემე
02:14 28-11-2021
1
ფეხბურთელმა უნდა გაიტანოს აბა ლელო კი არ უნდა დადოს
22

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული