სილესენი დაისვენებს - ვინ ითამაშებს თასზე?

AutoSharing Option
ხუთშაბათს, 2 დეკემბერს, "ვალენსია" "კოპა დელ რეის" 1/64 -ფინალში ქვედალიგელ "უტრილასს" ესტუმრება. plazadeportiva მსჯელობს, რომ ხოსე ბორდალასი როტაციას მიმართავს და ის მეკარე სილესენს აუცილებლად შეეხება:

"მამარდაშვილმა ისარგებლა სილესენისა და დომენეკის ტრავმებით და ლა ლიგის საწყის 6 ტურში "ღამურების" ძირითად შემადგენლობაში იყო. ქართველმა მეკარემ დუელი რივეროსს მოუგო.

ახლა "ვალენსიას" მწვრთნელს ასეთი არჩევანი აქვს - თასზე ისევ მამარდაშვილს დაეყრდნოს თუ ნდობა ხუანმე დომენეკს გამოუცხადოს, რომელიც გასახდელში გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.

თავის მხრივ, კლუბმა რივეროსთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა, რითაც საჭიროებაზე მიანიშნა, თუმცა ახლა მას გუნდის
მე-4 მეკარის სტატუსი აქვს."

altმამარდაშვილის საკითხი სინგაპურში გადაწყდება?

alt"ვალენსია" მამარდაშვილის კონტრაქტის გამოსყიდვას აგვიანებს" - ესპანური მედია

altDeportevalenciano: "ვალენსიას" მეკარის საკითხის მრავალი წლის მანძილზე გადასაჭრელად მამარდაშვილის კონტრაქტის სასწარაფოდ გამოსყიდვა სჭირდება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული