ვანჰეზებრუკი - ჩაკვეტაძეზე: როდესაც არაფერს აკეთებ, თავად იქმნი პრობლემებს

AutoSharing Option
1-ელ დეკემბერს "გენტი" ბელგიის თასის მერვედფინალში გასვლაზე "ლომელს" შეხვდება, გუნდის განაცხადში კი კვლავ ვერ მოხვდა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე. მის შესახებ Voetbalbelgie-სთან კომენტარი მწვრთნელმა ჰეინ ვანჰეზებრუკმა გააკეთა:

"გიორგი მაღალი დონის ფეხბურთელია და ყველაფერი აქვს იმისათვის, რათა ჩვენთან მუდამ ითამაშოს, ამაზე ლაპარაკიც არ შეიძლება. არ ვამბობ, რომ სულ ძირითად შემადგენლობაში უნდა იყოს, რადგან დიდი კონკურენცია გვაქვს, მაგრამ განაცხადში მუდამ უნდა მოხვდეს. ეს რომ არ ხდება, მხოლოდ მისი ბრალია.

ზოგიერთ დღეებში ის საერთოდ არაფერს აკეთებდა. როდესაც "გენტში" დაბრუნდები და არაფერს აკეთებ... მაშინ, ბოდიში
და, თავად იქმნი პრობლემებს. თუ უნდა თავისი ტალანტით რაღაცას მიაღწიოს, ერთხელ ყველაფრის შემოტრიალება მოუწევს".

მკითხველის კომენტარები / 32 /
კარგია რომ აკრიტიკებს მედ დისციპლინას გამოიჩენს დაბრუნდება და მალე წავა უკეთეს ლიგაში ❤❤❤❤
ემიგრანტი
30 ნოემბერი 2021 23:22
3
ყველას ამხნევებთ და არაბიძემ ასეთი რა დააშავა რაც სხვას არ დაუშავებია?! მაგრამყველამ ფეხი დაადგით და გალანძღეთ ხასიათებიო ბრექიო და ათასი რამ თქვენს გულში ჩაიხედეთ ყველამ აქ რომ წერთ ყველა ფეხბურთელს უნდა გვერდში დგომა როგორც ჩაკვეს კვარას არაბიძესაც მისნაირი ტალანტი არც დგეს ყავს საქართველოს მაგრამ პატრონი არ ყავს ამ ბიჭს და გული მწყდება ასე რომ უყურადღებოტ ყავთ. ჩვენს ერს არაფერი ეშველება სანამ ნათესაობით და ახლობლობით იქნება გვერდში დგომა და არა გამორჩეული ნიჭით!!!!
kaxa
30 ნოემბერი 2021 23:20
21
ჩაკვეს ფსიქოლოგი სჭირდება. ჩვენი ფეხბურთელები, მათი მენტალიტეტიდან გამომდინარე, ქმნიან ზოგად სურათს მთლიანად ერის შესახებ. ისინი არიან ჩვენი ქვეყნის ელჩები. თუ მასობრივად ისე გამოჩნდა, რომ ჩვენ ვართ ნიჭიერი, მაგრამ რთული ხასიათის ტიპები, ყველა რაციონალურად მოაზროვნე კლუბი ნაკლებ ნიჭიერს, მაგრამ მონდომებულს და ფსიქოლოგიურად მდგრად მოთამაშეს აიყვანს. არავის არ აქვს იმის დრო, რომ მოგვეფეროს (მარტო იმიტომ რომ ვითომ ნიჭიერები ვართ). ამიტომ, ყველა ფეხბურთელმა უნდა გააცნობიეროს, რომ მარტო თავისთვის კი არა, ქვეყნის იმიჯისთვის თამაშობენ. გაფუჭებული სახელის გამო შეიძლება მართლა მონდომებული და ნიჭიერი ქართველი არ აიყვანონ, თუ საბოლოოდ გავიბანძეთ თავი მთელს მსოფლიოში. ასე, რომ, ძმაო გიორგი, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! შენს უკან საქართველოა! რასაც აკეთებ, სიყვარულით აკეთე და აბა შენ იცი, წარმატებები!
ქუთაისელი
01 დეკემბერი 2021 16:06
1
დარწმუნებული ვარ გიორგი ეცნობა მის შესახებ გამოქვეყნებულ ყველა სტატიას მისი კომენტარებით.აშკარაა,რომ ის სიყვარული და პატივისცემა რომელიც მან მოიპოვა ბოლო პერიოდში უკვე იფლანგება(ეტყობა კომენტარებზე). თუ არ დაიხარჯა ბოლომდე მოედანზე, თუ ფეხბურთით არ იცხოვრა,მან ყველაზე უკეთ იცის,რომ შედეგი არ იქნება.უნდა გადალახოს პრობლემები რაც შეიძლება სწრაფად, თორემ ხასიათში თუ გაუჯდა მერე დაგვიანებული იქნება.
P.s. ყველაფერს ველოდი,მაგრამ გიორგი თუ ვარჯიშს და საკუთარ თავზე მუშაობას თავს დაანებებდა ამას ვერ წარმოვიდგენდი.
P.s.s.მიუხედავად ყველაფრისა ჩემი პატივისცემა და გვერდზე დგომა მას.
გულშემატკივარი
01 დეკემბერი 2021 10:18
0
აუ ბოღმა მახრჩობს რა სად წაიყვანეთ ეს ბავშივი ? რას მიაღწიეთ ? თუ შეიძლება ან დინამო თბილისში ან ბათუმში წამოვიყვანოთ ფედერაციამ ჩაერიოს თუ შეიძლება ვკარგავთ ფეხბურთელს მაგარ ტალანტს გიო ყველა გულშემატკივატი დაგიდგებით გვერდით .
dato
30 ნოემბერი 2021 23:19
12
მჯერა გიო დაბრუნდება
levan
30 ნოემბერი 2021 22:44
8
ტახტზე კოტრიალი შენზე კარგად მე ვიცი მარა ჩემზე არავინ აფანატებს. ივარჯიშე ბიძია თუ ფეხბურთი გინდა ოფლი უნდა დაღვარო რომ დაგიფასდეს. ზარმაცები ვერც ჩვენი რჩეულები იქნებიან და ვერც ცხოვრებაში ვერ გაიმარჯვებენ ვერაფერში.
georgian
01 დეკემბერი 2021 11:04
1
სულ თავი აქვს ჩაქინდრული, სულ ნაღვლიანია, არასოდეს იღიმის... ამას ახალგაზრდა ადამიანი ხელოვნურად ვერ იზამს! რაღაცით ავადაა, რაღაც შიგნიდან ჭამს, მე რა უნდა ვიმარჩიელოროცა ამდენი გულშემატკივარი, კეთილის მსურველი და ბოლოს პატრონი ჰყავს?!
SILVERMARCS
01 დეკემბერი 2021 10:56
0
ეტყობა სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემა აქ ამ ბიჭს, თორემ ასე უცებ რამ გააზარმაცა, ყველა მის თავმდაბლობაზე და შრომისმოყვარეობაზე ლაპარაკობდა ვინც კი იცნობდა, ან აგენტების რჩევაა, რომ ასე მოიქცეს და გენტი აიძულოს იაფად გაყიდოს.
hhh
01 დეკემბერი 2021 11:29
1
ნევროზი? დეპრესია? სიზარმაცე?
რაღაც ჭირს აშკარად და მაგრად გვტკენს გულს
თენგო
01 დეკემბერი 2021 11:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული