"ანორთოსისის" შესახებ:
"შეგვიძლია ერთი თამაში მოვიგოთ, მეორე კი წავაგოთ. ეს ყველაფერი კარდიოგრამას ჰგავს. მდგომარეობა უნდა გამოვასწოროთ და სტაბილურად გავიმარჯვოთ. გვჯერა, რომ წარმატებულ სერიას მივაღწევთ, რომელიც ასე გვჭირდება".
პირადი შედეგები:
"საქმეები ისე არ მიდის, რომ გოლებს არ ვუშვებდე - ასეთია ფეხბურთი. ყოველ ჯერზე საუკეთესოსთვის უნდა იბრძოლო და სწორედ ამას ვაკეთებ.
"აპოლონთან" შეხვედრაზე:
"რთული მატჩი იყო. ჩვენთვის ცუდად დაიწყო, რადგან გოლი გავუშვით. გავათანაბრეთ და მოგების კარგი შანსიც გვქონდა".
გუნდის მდგომარეობაზე:
"ბევრჯერ უნდა გავიმარჯვოთ და ლიდერების პოზიციას დავუბრუნდეთ“.
ევროპულ თამაშებზე:
"ნამდვილად ძალიან ბედნიერები ვართ. რთული პერიოდი იყო, მაგრამ მცდელობა არ დაგვიკლია და გავაკეთეთ ის, რაც შეგვეძლო".
მისი ისტორია კორონავირუსთან დაკავშირებით:
"10 დღის განმავლობაში ტემპერატურა 39 გრადუსი მქონდა, საწოლიდან ვერ ვდგებოდი. არ მესმის, ვინც ამას სერიოზულად არ აღიქვამს და ვაქცინაციაზე უარს ამბობს".
კონფერენს ლიგაზე პირველი გამარჯვება:
"პარტიზანთან" მარცხის შემდეგ გვჯეროდა, რომ "გენტთან" ბელგიაში გავიმარჯვებდით. ამას ძალიან მნიშვნელოვან მომენტში მივაღწიეთ - როგორც სატურნირო, ასევე ფინანსური კუთხით".
ბელგრადის ფინალის ტოლფასი მატჩი:
"მიზანი ნათელია. ჩვენ უნდა მოვიგოთ და "ფლორამ" ეს ვერ უნდა შეძლოს. ვიცით, რომ სხვა შედეგი საკმარისი არაა. ამ მატჩში ყველაფერი უნდა გავიღოთ".
მომზადებულია alphanews-ის მიხედვით
ქეცბაიამ კაჭარავა დააბრუნა, ქართველების "აპოელის" თამაში მალევე შეწყდა
ქეცბაიას თავსატეხი - ათამაშოს თუ არა ლორია?
მაკარიძე შეხვედრის გმირად იქცა - "ალმერია" შემდეგ ეტაპზე გაიყვანა [VIDEO]