ორი გაძევებული მეკარე, ლობჟანიძის გაცუდებული პენალტი, თავდამსხმელი კარში და "ჰათაისპორი" შემდეგ ეტაპზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთის თასზე საბა ლობჟანიძის "ჰათაისპორმა" საოცარ მატჩში იმარჯვა.

პირველი ლიგის ერთ-ერთ ლიდერ "ეიუპსპორთან" საშინაო მატჩში მასპინძელთა მწვრთნელმა ერდოღანმა მოედანზე გადახალისებული შემადგენლობა გაიყვანა და სტუმრები მე-19 წუთზე დაწინაურდნენ. ლობჟანიძე 62-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, მისმა გუნდმა კი 74-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.

ყველაზე საინტერესო ამბები ამის შემდეგ მოხდა: 90+4-ე წუთზე მსაჯმა "ჰათაისპორის" მეკარე იიგიტერი პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა და ვიდრე მწვრთნელმა თავდამსხმელი მერტი გოლკიპერ ბოიარით შეცვალა, კარში 5 წუთით სენეგალელი ფორვარდი დიუფი ჩადგა. ძირითად და დამატებით დროში ანგარიში არ შეიცვალა. 120+1-ე წუთზე არბიტრმა
ასევე პირდაპირი წითელი ბარათით გასახდელში ბოიარიც გაისტუმრა და კარში კვლავ დიუფი ჩადგა.

პენალტების სერიაში მასპინძლებმა 4:3 იმარჯვეს (თერთმეტმეტრიანი საბამ ვერ გამოიყენა) და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული