ბორდალასმა მამარდაშვილი სასტარტოში არ დააყენა

AutoSharing Option
ესპანეთის თასის 1/64-ფინალში „ვალენსია“ რეგიონული ლიგის „უტრილასს“ სტუმრად შეხვდება, მეკარე გიორგი მამარდაშვილი კი ამჯერადაც სათადარიგოა.

მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა რიგი წამყვანი ფეხბურთელების და მათ შორის, იასპერ სილესენის დასვენება გადაწყვიტა და ველოდით, რომ თავის გამოჩენის საშუალებას მამარდაშვილს მისცემდა, მაგრამ კარში ხაიმე დომენეკი ჩააყენა. შეგახსენებთ, გიორგიმ ლა ლიგის პირველ ექვს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მას შემდეგ კი არ უთამაშია.

სათადარიგო გოლკიპერი კრისტიან რივერო განაცხადში არ შეიყვანეს და „მუნდო დეპორტივოს“ ცნობით, იანვარში გუნდს დატოვებს. ასე რომ, „ვალენსიაში“ სამი მეკარე დარჩება: სილესენი, მამარდაშვილი და დომენეკი.

მატჩი
თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მგონი დროა უკვე მამარდაშვილმაც დაახვიოს მაქედან
რეალობა
02 დეკემბერი 2021 22:21
8
სპარტაკის ვარიანტი მაქვს
მაგარი აგენტი 597 45 86 36
02 დეკემბერი 2021 23:03
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული