კვირკველია ქართული დუელისთვის თოვლში ემზადება

AutoSharing Option
უკრაინის პრემიერლიგის მე-17 ტურში საბა კვირკველიას "მეტალისტ 1925" ნიკა სიჭინავას "კოლოსს" უმასპინძლებს. გუნდები სატურნირო ცხრილში ერთმანეთის მეზობლად (მე-9 და მე-10 ადგილებზე) იმყოფებიან. ორივე ჩვენებურს ძირითად შემადგენლობაში ველით.

უკრაინაში უკვე ძალიან ცივა, თოვს და ნაკლებად საფეხბურთო ამინდია. კიდევ ერთი ტურის შემდეგ ჩემპიონატი 2022 წლამდე შეისვენებს. ქართველი მცველის ხარკოვულ კლუბში ჩარიცხვისთანავე, ამ გუნდის მიმართ ქართველი გულშემატკივრების ინტერესი გაზრდილია.

სამწუხაროა, რომ "მეტალისტს" 5-მატჩიანი წაგებათა სერია აქვს, საკმაოდ ბევრს უშვებს (26 მიღებული ბურთი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგია) და საქართველოს ნაკრების უკანახაზელისთვის პირველი წარმატების მიღწევას
დიდი მნიშვნელობა აქვს.

Sportall.Ge

რაც შეეხება სიჭინავას - ნიკას მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 გოლი და 2 შედეგიანი პასი აქვს. შეგახსენებთ, მას "ინგულეცის" შემადგენლობაში საკმაოდ ბევრი გაჰქონდა. 27 წლის შემტევის გუნდი უკვე 3 შეხვედრაა, რაც არ დამარცხებულა. ჩემპიონატში ყველაზე ცოტა გოლი სწორედ სიჭინავას ყოფილ და ახლანდელ გუნდებს აქვთ გატანილი - 11.

OSC Metalist-ზე გასამართი შეხვედრა 4 დეკემბერს, ჩვენი დროით 21:30 საათზე დაიწყება.

altკვირკველია ისევ დამარცხდა, აქტიურ ოქრიაშვილს არაფერი გამოუვიდა

altქართველების დაპირისპირება და კვირკველია გამარჯვების მოლოდინში - ჩვენებურების ორშაბათი

altკვირკველია ძირითადში, 6 გაშვებული გოლი და წიტაიშვილის მოლოდინში

altკვირკველია მარცხენა მცველის ნაცვლად - "მეტალისტმა" 5 გოლი გაუშვა...



მკითხველის კომენტარები / 1 /
სანამ სოლომონი მაგ კლუბშია, ეგ კლუბი ვერცერთ მატჩს ვერ მოიგებს, რამდენ მატჩში ითამაშა კვირკევლიამ ყველა წააგო კლუბმა.
თამაშებში ნამდვილად ვერ უჩვენებს ვერანაირ ხარისხს და უნარებს,სამწუხაროა რომ დეგრადაცია გრძელდება.
kakoie
11:48 03-12-2021
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული