სლუცკი - ხვიჩას მოსროლილ ხელთათმანზე: შესვენებაზე უნდა შემეცვალა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-17 ტურში ერთ-ერთ აუტსაიდერ "ნიჟნი ნოვგოროდთან" სტუმრად წაგებულ მატჩში (1:2) "რუბინის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია 52-ე წუთზე შეცვალეს. გულშემატკივრებმა მეკარე იური დიუპინი გააკრიტიკეს, ხოლო მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის "ფიზრუკი" უწოდეს და მის გადაყენებას მოითხოვენ. ზოგიერთი კი აღნიშნავს, რომ გუნდის თავკაცს უკეთესი შედეგის საჩვენებლად სათანადო შემადგენლობა არ ჰყავს. აი, რა თქვა სლუცკიმ შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე.

- რასთანაა დაკავშირებული ხვიჩას ასე ადრეული შეცვლა? თუ მოსროლილი ხელთათმანით ვიმსჯელებთ, ის შეცვლით უკმაყოფილო დარჩა?
- არ ვიცი, უკმაყოფილოა თუ კმაყოფილი, მაგრამ მოედანზე მოქმედების მიხედვით, ჯერ
კიდევ შესვენებაზე იყო შესაცვლელი.
- თქვენი გუნდი ამ სეზონში უკვე მეორედ დამარცხდა "ნიჟნი ნოვგოროდთან". თქვენი აზრით, ეს ერთჯერადი ნეგატიური შედეგია თუ გუნდის კრიზისის მაჩვენებელი?
- შემდეგი კითხვა.

- დრეიერმა მეშვიდე გოლი გაიტანა, უახლოეს მდევარ ბომბარდირების ანგარიშზე მხოლოდ 2 გოლია. თუ გასულ სეზონში გუნდი დესპოტოდმოკიდებულებას განიცდიდა, ახლა დრეიერდამოკიდებულება დაიწყო?
- ჩვენ გვქონდა კვარაცხელია-დამოკიდებულება, დესპოტოვიჩ-დამოკიდებულება და მაკაროვ-დამოკიდებულება. თუ ასე ვიმსჯელებთ, მსოფლიოში, ალბათ, ყველა გუნდი ვიღაცაზე დამოკიდებულებას განიცდის, თუ ჰყავს ისეთი მოთამაშე, რომელსაც ბევრი გოლის გატანა შეუძლია.

მკითხველის კომენტარები / 21 /
ვერ დასვამენ სკამზე, თვითონ დაადეს 20 მლნ ფასად. სათადარიგოთა სკამიდან გაყიდიან? 20 წლის ბიწს ვთხოვთ სუპერმენობას და კლუბი არის მოწოდების სიმაღლეზე? კაპიკი არ დაჯდომიათ, ისე ჩაიგდეს ხელში და ერთ წელიწადში 20 მლნ მოითხოვეს მასში. ეს არასერიოზულია. ბიწსაც უნგრევენ კარიერას და თვითონაც ეწირებიან „ჟადნოსტ გუბიტ ფრაერას“ დაუწერელ კანონს. იმედია კვარას ტალანტი მაინც არ დაიკარგება. მას ახლა პრობლემა სლუცკისთან აქვს. ფაქტია, რომ ერთი თავით ჯობია ყველას, თუ ორით არა, მწვრთნელი კი მაინც ისეთ ფეხბურთს ათამაშებს გუნდს, სადაც ის მხოლოდ რიგითი ჭანჭიკია. შედეგად აქვთ ის, რაც აქვთ. აგერ თქვენ და აგერ - მე. სლუცკის მოუწევს რუბინის დატოვება და ახალი მწვრთნელის ხელში იხილავთ ძველ კვარას, რომელსაც გონივრული მიდგომით სარფიან ფასადაც გაყიდიან. ან ასე იქნება, ან რუბინის მოუწევს თავისი მენეჯმენტის ნულოვანი ნიშნულის მძიმე შედეგების მომკა. კვარას კი ყველა შემთხვევაში ყველაფერი წინ ექნება.
ქომაგი
05 დეკემბერი 2021 21:34
4
რომ ვთქვი კვარაში 20 მილიონი გადამეტებულია თქო გადამიარეეს ამ გურდის ექსპერტებმა, მთელ ტაიმში ერთხელ ჩააწოდა მხოლოდ, ნიჟნი ნოვგოროდთან 20 მილიონიანი ფეხბურთელი შანსს არ უდა აძლევდეს მწვრთნელს რომ 52 წუთზე შეცვალოს.
Semi
05 დეკემბერი 2021 20:40
10
რა არასწორ ფასებს ადებს ფეხბურთელებს ეს უვიცი საიტი))
ტრანსფერმარკეტს უჩივლე))
06 დეკემბერი 2021 10:44
1
ხან რუსეთს ხან ვაბრალებთ ხან ბელგიას ხან ფასის დაგდებას ,,ჩალიჩობსო,, ხან რას და ხან ათას ინტრიგას
მიზეზები არ გველევა.
პროფესიონალები თითქმის არ გვყავს.
lsd
06 დეკემბერი 2021 09:56
1
ნაკრებში ნამდვილად მაგარი თამაშები ქონდა მაგრამ კლუბში წელს არაფერი გამოზდის.
წელს მივიდა მარჯვენა დანიელი შემტევი და უკვე 7 გოლი აქვს გატანილი და კვარაცხელია რომელიც ამ გუნდსი ლიდერია და 20 მილიონად აფასებენ 16 მატჩში სულ 1 გოლი აქვს გატანილი ვიღაც იტყვის გოლების გატანა კიარა გამწვავება კვარას ძლიერი მხარეოო მაგრამ ნებისმიერი ევროპელი მენეჯერი პირველ რიგში აკვირდება სტატისტიკას რამდენი გოლი და საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული ფეხბურთელს სეზონში და 1 გოლი 16 მატჩში ესაა კატასტროფა შემტევისთვის მითუმეტესი იმ შემტევისთვის რომელსაც პრეტენზია აქვს რომ ტოპ ლიგის დონეზე ითამაშოს.
ასეთი თამაშით ტოპ ლიგის არცერთი გუნდი არ წაიყვანს და მითUმეტეს 20 მილიოსაც არავინ გადაიხდის.
giorgi
06 დეკემბერი 2021 04:09
5
20 მილიონს არც არავინ გადაიხდიდა ისედაც მაქსიმუმ 8-10 მილიონი გდაეხადათ უბრალოდ ფასი გადაბერა რუბინმა რო არ გაეშვა. რუსული ღორული მოქმედება იყო. ეხლა ხვიჩა ცდილობს დააგდოს ფასი და წავიდეს.
სლუცკი ყველგან 1 წლიანი შედეგის კაცია
me
06 დეკემბერი 2021 10:23
3
საქმე ისე მიჰყავთ, რომ ვერასოდეს დატოვოს რუბინი. ხვიჩას რაც შეუძლია მაღალი დონის მცველებთან უკვე გამოავლინა და რუბინში რა აქვს დასამტკიცებელი? ნორმალური პარტნიორები გაუყიდეს და ჭ კლასის გუნდელებთან უწევს თამაში. კიდე მას რატო აბრალებენ რამეს?
ჯიბრზე ექცევიან, თან არ ყიდიან, თან ვითომ მისი თამაში არ მოსწონთ და ნერვებს უშლიან უფრო მეტად.
თავიდანვე არ უნდა მიეყვანათ მაგ ჭაობში და თანაც ამხელა კონტრაქტით, თვითონ 18 წლის ბავშვი იყო და ვერ ხვდებოდა მაგრამ უფრო დიდი ხალხი სად იყო ამ დროს? ვისაც გავლენა ჰქონდა მასზე და ვინს მის კარიერას წარმართავდა?
როგორ შეიძლება 17-18 წლის ბიჭს პორტუგალიური გუნდიდან ჰქონდეს შემოთავაზება და აგენტს რუსეთი ერჩივნოს.
Herbst
05 დეკემბერი 2021 21:19
3
ძალიან აქვს მოკლებული. პირველრიგში დრიბლინგში აისახება ეს ყველაფერი. ხვიჩას ნორმალური დრიბლინგი აღარ მინახია მე იმ ტრავმის შემდეგ რის გამოც რამოდენიმე თვე გაუცდა. რო ვლაპარაკობთ თითქოს ორ მცველს უყენებენ ეხლაო, ორი მცველი ყოველთვის ეყენა მაგრამ ორ მცველსაც სისხლს უშრობდა, და ეხლა ორი მცველიც აღარ მიდის, ერთსაც ვეღარ ატყუებს. ხვიჩა რაუყავი ის გარღვევები, რო ვეღარ გაჩერებდნენ ან მარტო გჩეხავდნენ სხვანაირად ბურთს ვერ გართმევდნენ? რა დაგემართა? კარგი პასების გამო კიარა, კარგი დრიბლინგის გამო შეგიყვარა გულშემატკივარმა, რატომ ვეღარ მიდიხარ მოტყუებაზე? რატო აღარ გამოგდის, რა გჭირს? გული მტკივა უკვე შენ ესეთ სუსტ თამაშს რომ უყურებ. აიყვანე თავი ხელში, დადე თავი მოუმატე ვარჯიშს თუგინდა რამეს მიაღწიო.
შოთა
06 დეკემბერი 2021 01:37
2
აღარ უნდა ჩეხვა და სწორედაც იქცევა
)))
06 დეკემბერი 2021 10:41
1
ვერაა ძველებურად ხვიჩა. პასსაც არ აძლევენ. მცველებიც მჭიდროდ ე თამაშებიან. მე მგონი რუბინიც ძალზე სუსტად გამოიყურება და მასაც თამაში აღარ გამოდის.
ჯუჯი
05 დეკემბერი 2021 22:29
0
არ უნდა ამ რუსეთში ყოფნა. შვედეთთან თამაშმა ყველას დაგვარწმუნა, რომ რუსეთზე ბევრად უფრო კარგს იმსახურებს. გული აუცრუვდა და მალე შეზიზღდება იქაურობა. დროზე გაყიდვა უნდა ისწავლონ და რეალურ ფასად. 25 მილიონზე ნაკლებს არ დააფასებდნენ და მაგიტომ ვერ გაყიდეს. 25 მილიონს ჰაერიდან რუსეთის ჩემიონატში მოთამაშე ფეხბურთელში ნაკლებად სავარაუდოა რომ გადაიხადონ. უფრო პოპულარული უნდა იყო ან რუსეთში რუბინზე უფრო ძლიერ კლუბში უნდა თამაშობდე რომ შეგამჩნიონ. ახლა რთულადაა საქმე. 20 მილიონი სავსებით მისაღები ფასი იყო და იქნებოდა წინადადებაც უბრალოდ დამალეს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ტრანსფერამდე არ მისულიყო საქმე. იმედია დააღწევს ჭაობს თავს
Sasas
05 დეკემბერი 2021 20:53
9
ხვიჩაა მიხედე თამაშს ძალიან მოუკელი დაბრუნდი ბაზაზე და ძველებურად შეუბერე


წარმოიდგინე რომ ჯარში ხარ და რუბინში უნდა მოიხადო )

შენი ძია სლუცკი ლონია
სლუცკი ლონია
06 დეკემბერი 2021 12:17
1
)))) ეგრეა! ასიანი და მერე კაი კლუბიც გამოჩნდება მამუკა ჯუღელსონი
მამუკა ჯუღელსონი
06 დეკემბერი 2021 16:30
0
ჩემთვის ეგ რუბინი არაფერს ნიშნავს. ნაკრებში ხვიჩა მშვენივრად ითამაშა და იმედია ასე გააგრძელებს. გადავა არ გადავა ხვიჩაზე არა დამოკიდებული მას კონტრექტი აქვს. წარმატება ხვიჩას!
G.LA
06 დეკემბერი 2021 09:53
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული