რუსეთის პრემიერლიგის მე-17 ტურში "რუბინი" გასვლაზე 1:2 დამარცხდა ერთ-ერთ აუტსაიდერ "ნიჟნი ნოვგოროდთან", სტუმართა გუნდის გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ კი მხოლოდ 52-ე წუთამდე ითამაშა.
ხვიჩამ პირველ ტაიმში რამდენიმეჯერ გაამწვავა თამაში, საჯარიმოში პარტნიორებს კარგ გადაცემებს უკეთებდა, მაგრამ მათ შანსები ვერ გამოიყენეს, ხოლო შესვენების შემდეგ მეტოქე გუნდის ნახევარმცველ გორბუნოვის შეტევა წესების დარღვევით შეაჩერა და შეცვალეს. sports.ru მატჩის რეპორტაჟში იტყობინება, რომ როგორც ჩანს, ქართველი განაწყენებული იყო და ხელთათმანები მოისროლა. ასეა თუ ისე, აშკარაა, რომ ხვიჩამ გარკვეულწილად მოტივაცია დაკარგა და არცთუ სასიამოვნო სიტუაციაში იმყოფება.
"რუბინმა" ზედიზედ
მეორე მარცხი განიცადა, 22 ქულით მე-10 ადგილზეა, 11 დეკემბერს სამარაში "კრილია სოვეტოვს" შეხვდება და ამ სეზონში რაიმე წარმატების მიღწევა ძალიან გაუჭირდება.