დავითაშვილი საუკეთესოდ აღიარეს და კომენტარიც გააკეთა

AutoSharing Option
სტუმრად "ხიმკისთან" რუსეთის პრემიერლიგის გასვლით მატჩში "არსენალის" ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა ლამაზი გოლი გაიტანა, საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და "მატჩ პრემიერის" ეთერში კომენტარი გააკეთა:

"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ჩვენ გამარჯვებამ გაგვახარა. მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ. კარგია, როდესაც გოლს გაიტან, მაგრამ ჩემთვის უპირველესი გუნდის მოგებაა".

დავითაშვილი თვლის, რომ დენის ხლუსევიჩი წარმატებულად შეცვალა, რომელსაც არ უთამაშია: "ყოველთვის ძნელია, როდესაც ასეთი ფეხბურთელი არ თამაშობს. ვფიქრობ, კარგი მატჩი ჩავატარე".

ზურიკომ თქვა, რომ მეორე ტაიმში ფლანგი მწვრთნელ მიოდრაგ ბოჟოვიჩის ინიციატივით შეიცვალა: "ბოჟოვიჩმა მითხრა, ეს გამეკეთებინა. წინააღმდეგი არ
ვიყავი, რადგან მარცხნივ თამაში ჩემთვის მოსახერხებელია".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული