"სილესენი სპექტაკლებს გვთავაზობს" - ესპანური მედია კმაყოფილია

AutoSharing Option
სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს...

ზოგიერთი ჩვენგანი დიდი ხანია ელოდა, რომ ნიდერლანდელი მეკარე სილესენი "ვალენსიას" მშრალი სერიის გარანტი იქნებოდა. ნეტოსთან გაცვლის ოპერაცია აბსოლუტურად კატასტროფული აღმოჩნდა და ეკონომიკური ტვირთის მატარებელი გახდა, რომელიც უცნობია, თუ კლუბს როდის დაარტყამს.

ვაღიარებ, რომ ყოველთვის მჯეროდა სილესენის, თუმცა იყო შემთხვევები, როცა ეჭვი შემეპარა, რადგან მისი თამაში არ შეესაბამებოდა იმ მინიმალურ სტანდარტებსაც კი, რაც მეკარემ უნდა გააკეთოს, რათა "ღამურების" სასტარტო შემადგენლობაში იყოს.

იასპერის თამაში არასტაბილური იყო - ბრწყინვალე ქმედებები და შეცდომები ჯაჭვურად შეირწყა, რამაც გუნდს ქულები დააკარგვინა. ბორდალასს
მისთვის ნდობის გამოცხადება სურდა, მაგრამ მამარდაშვილის აფეთქება იხილა. ამ დროს ნიდერლანდელის მხარე დავიჭირე, რადგან მას აქვს გამოცდილება, რათა "ვალენსიას" მეკარე იყოს, ქართველს კი ადაპტაციისთვის დრო სჭირდებოდა.

ახლა ჩვენ საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სილესენი სპექტაკლებს გვთავაზობს, რომლებიც შეესაბამება ისეთ კლუბებს, როგორებიცაა "აიაქსი" და "ბარსელონა" (სადაც ის თამაშობდა) და იმას, ვინც ნიდერლანდების ნაკრების კარს რეგულარულად იცავდა.

დაცვაში დაშვებული შეცდომებით, რაც "ვალენსიას" აქვს, რთულია კარი მშრალად დაიცვა და არ იძლევა განცდას, რომ მეკარე ამაში მთავარი პასუხისმგებელია. პირიქით, მას შემდეგ, რაც ბორდალასმა ის სასტარტოში დააბრუნა, იასპერს რამდენიმე დასამახსოვრებელი სეივი აქვს.

სილესენისთვის რთული იქნება ამ დონის შენარჩუნება, მაგრამ ვფიქრობ, ის ამას გააკეთებს.

მომზადებულია plazadeportiva-ს მიხედვით

altმამარდაშვილი არ ათამაშეს - "ვალენსია" 1/32-ფინალში გავიდა

altმატჩის დღე - მამარდაშვილი "კოპა დელ რეისთვის" ემზადება

altAS: მამარდაშვილის ტრანსფერის გასაჩარხად "დინამოში" დარეკვაღა დარჩა


მკითხველის კომენტარები / 3 /
15 სანტიმეტრი მოიმატა სიმაღლეშიო, ეს კიდო გაიზრდება სამ მეტრსაც ქე მიაღწევს, მარა ბოროტი კაპიტალისტები არ გოუშვებენ. არაფრით!
გეიზარდე ჩვენო იმედო და სიხარულო. გეიგოს ევროპამ, მარტო მოპარვა კი არ ვიცით, ბურთსაც ქე ვიჭერთ ზოგჯერ.
კ ო მ ბ ლ ე
01:35 07-12-2021
3
ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვიყოთ ჩასაფრებული, რომ სილესენს ფეხი დაუცდეს. მამარდაშვილი უნდა გახდეს უკეთესი...
რეზო
15:00 06-12-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული