ზურიკომ სტადიონი ყავარჯნებით დატოვა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-18 ტურში, მოსკოვში ცსკა-სთან წაგებულ მატჩში (0:2) "არსენალის" ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა ტრავმა მიიღო.

დავითაშვილმა გასულ ტურში "ხიმკისთან" გოლი გაიტანა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებაში (2:1) დაეხმარა, ამჯერადაც სასტარტოში იყო, აქტიურობდა, 43-ე წუთზე გოლის გატანა მეკარე აკინფეევმა არ დაანება, იმ მომენტში მცველი ფერნანდესი ეუხეშა და მოედნიდან სამედიცინო პერსონალმა გაიყვანა.

"ჩემპიონატი" იტყობინება, რომ მან სტადიონი ყავარჯნებით დატოვა და კომენტარიც გაკეთა: "რა მოხდა? არა, არაფერი. ფეხი გადამიბრუნდა. პროგნოზების მიხედვით სერიოზული არაფერია".

20 წლის დავითაშვილმა ამ სეზონში ჩემპიონატის 16 მტჩში 3
გოლი გაიტანა, ამას გარდა თასის 2 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
არავითარი ტრავმა
მიდი ზურა
00:39 12-12-2021
1
პირველი ტაიმის 43 წ-ზე ზურიკოს საჯარიმოში ეუხეშა ფერნანდესმა და რადგან დაზარალებული ქართველი გამოვიდა მსაჯმა 11 მეტრიანი არ დანიშნა და ფერნანდესი არ გააძევა! - აი რატომ "არ თამაშობს" კვარა მთელი ძალით.
ვაჟა მასწავლებელი
23:36 11-12-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული