უნგრეთის ჩემპიონატზე ბერიძემ დუბლი შეასრულა და თავისი გუნდის ბომბარდირია.
მე-16 ტურში ბერიძის "უიპეშტმა" საკუთარ მოედანზე დაძაბულ ბრძოლაში 4:3 დაამარცხა "პაკში". გიორგიმ 82-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო გოლები მე-7 და 43-ე წუთებზე გაიტანა.
ბერიძის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატის 12 მატჩში 5 გოლია (ყველა ტურნირზე 9), მისი გუნდი კი 17 ქულით მე-9 ადგილზეა და 19 დეკემბერს სტუმრად "ზალაგერშეგის" შეხვდება.