კაჭარავას მიერ მოპოვებული ორი პენალტი და "ანორთოსისის" სეზონის მატჩი

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის მე-13 ტურში „ანორთოსისმა“ საკუთარ მოედანზე „დოქსა“ 2:0 დაამარცხა.

goal.philenews-ი იტყობინება, რომ ქეცბაიას გუნდმა ამ სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. შეუცვლელად ითამაშა მეკარე გიორგი ლორიამ, რომელმაც 48-ე წუთზე სადიკის მიერ დარტყმული ბურთი შესანიშნავ ნახტომში მოიგერია. ნიკა კაჭარავამ 56-ე წუთამდე ითამაშა და ორი პენალტი მოიპოვა - პირველი პოპოვიჩმა ვერ გამოიყენა, ხოლო მეორე ვარდამ გაიტანა. იქამდე დელეტიჩმა შორიდან ლამაზი გოლით გახსნა ანგარიში. კაჭარავას თავადაც შეეძლო გატანა, მაგრამ ახლო მანძილიდან თავით ააცილა ბურთი კარს.

სტუმართა გუნდის სასტარტოში იყო ნახევარმცველი ავთო ებრალიძე, რომელმაც ყვითელი
ბარათი მიიღო და მე-60 წუთზე შეცვალეს.

„ანორთოსისი“ 16 ქულით მე-6 ადგილზეა, ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 18 დეკემბერს გასვლაზე „ეთნიკოსს“ დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
იპოვა თავის ადგილი
შოკირებული გულშემატკივარი
13:10 14-12-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული