შედარება ჯანოსთან, "ოქრისა" და ჭანტურიასთან - იტალიელები კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია 2001 წლის თებერვალში თბილისში დაიბადა. როგორც საკუთარი ქვეყნის დედაქალაქში დაბადებული და გაზრდილი ფეხბურთელების დიდი ნაწილისა, ხვიჩას კარიერაც თბილისის "დინამოში" დაიწყო.

თბილისელთა შემადგენლობაში ის ხუთ მატჩში გაიტანს გოლს და საგოლე გადაცემას შეასრულებს, შემდეგ კი სხვა ქართულ გუნდში, "რუსთავში" გადადის. თხუთმეტ მატჩში სამი გოლი და ორი საგოლე გადაცემა საკმარისია იმისათვის, რომ ქართველი ტალანტი მოსკოვის "ლოკომოტივში" აღმოჩნდეს, ოღონდ იჯარის წესით.

"რკინიგზელთა" თავკაცი იური სიომინი იმედგაცრუებული დარჩა, როცა მისმა გუნდმა კვარაცხელია ვერ შეინარჩუნა და ის რუსეთის სხვა კლუბში, ყაზანის "რუბინში" გადავიდა, სადაც დღემდე
გამოდის. ყაზანურმა კლუბმა ფეხბურთელი მოსკოვურ გუნდში იჯარის დასრულების შემდეგ შეიძინა.

ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელები ხშირად საბჭოთა ჩრდილში რჩებოდნენ, რამდენიმე მათგანმა კი ფართო ასპარეზზე გასვლა შეძლო.

კახა კალაძის მშვენიერ მილანურ კარიერას თავი რომ დავანებოთ, შეგვიძლია ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ჭანტურია დავასახელოთ. სამწუხაროდ, უკანასკნელი 3 სახელი ტრავმის, არასწორი არჩევანისა თუ ხასიათის სირთულის გამო სრულად ვერ რეალიზდა.

კვარაცხელია ქართული ფეხბურთის შავ-ბნელ პერიოდში იმედის ნაპერწკალია. მან ეს შვედეთთან შეხვედრაში კიდევ ერთხელ გამოავლინა, როცა დუბლი შეასრულა და სკანდინავიელები პლეი-ოფისთვის გასწირა.

დაახლოებით 183 სმ სიმაღლის კვარაცხელია მარცხენა გარემარბია, რომელიც ძირითადად, მარჯვენა ფეხით თამაშობს, თუმცა მარცხენასაც ძალიან კარგად იყენებს. მიუხედავად მცირე ასაკისა, ხვიჩას პლეიმეიკერის ხედვა აქვს, რომელიც თანაგუნდელებს შეტევის დროს სივრცეებს უხსნის.

დრიბლინგი კვარაცხელიას ძლიერი მხარეა. ასევე, ის თავისი ელვისებური სწრაფი მოძრაობებით მეტოქეების მოტყუებას ახერხებს.

ყაზანის "რუბინში" 2019 წლიდან დღემდე მან 68 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა გააკეთა. ეს ყველაფერი ცხადყოფს, თუ რამდენად ალტრუისტია მოედანზე და მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობს.

საქართველოში ყველა იმედოვნებს, რომ ახალგაზრდა კვარაცხელია ოდესმე მათ ახალ მწვერვალზე აიყვანს...

მომზადებულია vocidicitta-ს მიხედვით

altხვიჩას მშვენიერი თამაში ისევ შეუძლია - ყაზანური შეჯამება

altჰაკშაბანოვიჩის ცუდ თამაშს კვარაცხელიაც განაპირობებს - tatar-inform

altხვიჩა შარშანდელზე ცუდად ასპარეზობს, მაგრამ ეს იმიტომ არ ხდება, რომ ასე სურს - ცნობილი მწვრთნელი სეზონს აფასებს


მკითხველის კომენტარები / 1 /
ჭანტურია იტალიელებს რატომ ახსოვთ? როცა ქართველებს საერთოდ აღარ ახსოვთ. იმის მიუხედავად რომ იტალიაში არ უთამაშია. ალბათ ბარსელონაში ყოფნის შედეგია ეგ, რადგან ცნობილი ტალანტი იყო
Anomalia
07:24 22-01-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული