"გარდიანის" ცნობით, კიევის "დინამოსა" და უკრაინის ნაკრების 22 წლის მცველმა ვიტალი მიკოლენკომ "ევერტონში" მედშემოწმება გაიარა, ხუთწლიან კონტრაქტს გაუფორმებენ, ტრანსფერი კი ლივერპულურ კლუბს 21 მილიონი ევრო პლუს 2 მილიონი ბონუსების სახით დაუჯდება. ის კიევში დაბრუნდება და კლუბები ხელშეკრულების ბოლო დეტალებს შეათანხმებენ. ამ სეზონში მან 21 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
Football Insider-ის ჟურნალისტი უესლი ვეისი კი ირწმუნება, რომ "ევერტონი" აგრეთვე "რუბინისა" და საქართველოს ეროვნული გუნდის გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას სამსახურითაა დაინტერესებული:

"ევერტონი" და "ვესტ ჰემი" "საუთჰემპტონთან" კვარაცხელიასთვის რბოლაში. პირველი ორი კლუბი "რუბინისთვის" წინადადებას
ამზადებს.
იანვრის სატრანსფერო ფანჯრის წინ მათი კვარაცხელიასადმი ინტერესი კონკრეტულია. მას შემდეგ, რაც მას ისეთ კლუბებს უკავშირებდნენ, როგორებიც "ტოტენჰემი" და "მილანი" არიან, "საუთჰემპტონის" რადარზეც იმყოფება.
კვარაცხელიამ დამკვირვებელთა ყურადღება გასულ თვეში თავისი ტალანტით საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში შვედეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დუბლის შესრულებით მიიპყრო. ხვიჩას დებიუტი ეროვნულ გუნდში 2020 წლის სექტემბერში 19 წლის ასაკში შედგა, ახლა კი მის ანგარიშზე 12 შეხვედრაში 5 გოლია.

"რუბინი" და რუსეთის პრემიერლიგა ზამთრის არდადეგებზე იმყოფებიან, ამიტომ თუ ის შემდეგ თვეში სხვა ლიგაში გადასვლას ვერ მიაღწევს, თებერვლამდე არ ითამაშებს.
"ვესტ ჰემს" შეტევის გაძლიერება 31 წლის მაიკ ანტონიოს ცუდ ფორმაში ყოფნის გამო სჭირდება, რომელმაც პრემიერლიგის უკანასკნელ 11 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, ხოლო "ევერტონს" ტრავმის გამო რიშარილსონი რამდენიმე კვირა ვერ დაეხმარება.
კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგის 72 შეხვედრაში (48 სასტარტოში) 9 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა გააკეთა".