მიქაუტაძემ მოუკლო - "სერენი" უკან-უკან მიდის

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის მე-20 ტურში გიორგი მიქაუტაძის "სერენი" საკუთარ მოედანზე "კორტრიკთან" 0:2 დამარცხდა.

სტუმრები პირველ ტაიმშიც ფლობდნენ უპირატესობას, თუმცა მასპინძელთა კარის დალაშქვრა ვერ შეძლეს, სამაგიეროდ შესვენების შემდეგ მოახერხეს ორი გოლის გატანა და უპრობლემოდ გაიმარჯვეს.

მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა და სამწუხაროდ, ზედიზედ მეოთხე მატჩში ვერ გაიტანა, თანაც თუ წინა შეხვედრებში აქტიურობდა, ამჯერად სრულად განეიტრალებული იყო. რაც შეეხება მის "სერენს", ჩემპიონატზე მიჯრით მეოთხე მარცხი განიცადა საერთო ანგარიშით 2:12, 19 ქულით მე-16 ადგილზეა და 27 დეკემბერს გასვლაზე "მეხელენს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
კომენტარებს ვეთანხმები-ყველა ერთ აზრზე ვართ.გიორგი შემტევი გუნდის თავდამსხმელია,ნაკრებშიც მაშინ გაიტანა როცა შევუტიეთ რუმინეთს და როცა გუნდს არაფერი გამოსდიოდა არც მას გამოუვიდა არაფერი.ასე რომ ჩვენმა გუნდმაც უნდა შეუტიოს. ინძაგი რო გყავდეს თუ არ შეუტიე ისიც ვერ შეაგდებს გოლს.
Levani
13:33 18-12-2021
0
სერენი უმაღლეს ლიგაში გადავიდა და იქ თამაშის გამოცდილება,თითქმის არავის აქვს.გამოცდილებას კი,ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.როცა გოლების გატანა თითქმის მთლიანად ორ ფეხბურთელზეა მიგდებული,ჩაკეტავ ამ ორს და გოლს ვეღარავინ გაგიტანს.კვარაცხელიასაც და რუბინსაც ხომ ასე უკეთებენ.ასაკიდან გამომდინარე,ვერც მიქაუტაძე იქნება სტაბილური,მისი მეწყვილის ასაკი არ ვიცი,მაგრამ მგონი ისიც ახალგაზრდაა.ბელგიურმა კლუბებმა ალღო აუღეს მათ თამაშს და სერენსაც გაუჭირდა.ეს მოსალოდნელი იყო.კლასიან გუნდში,სულ ცოტა გუნდის ნახევარი მაინც უნდა უქმნიდეს საფრთხეს,მეტოქის კარს.სხვანაირად არაფერი გამოვა.იმედია გუნდის მწვრთნელს ეყოფა უნარი,უფრო მრავალფეროვანი გახადოს სერენის შეტევა.გასული საუკუნის დიდი დინამოს ზეობაში,ქუთაისის ტორპედოც გადმოვიდა უმაღლეს ლიგაში,ორი შესანიშნავი ფეხბურთელის,მერაბ მეგრელაძის და დევიზ დარჯანიას ძალისხმევით.მათ უამრავი გოლი გაჰქონდათ და ასე გააგრძელეს უმაღლეს ლიგაშიც,მაგრამ მალე მათი თამაში გაიშიფრა და მიუხედავად იმისა,რომ კვლავაც ბევრი გაჰქონდათ,მათი გოლები საკმარისი არ აღმოჩნდა გუნდის უმაღლეს დონეზე დასარჩენად.ქუთაისელი არა ვარ და ტორპედოს ყველა თამაშს ვერ ვუყურებდი,მაგრამ რაც მინახია და რასაც ვკითხულობდი,მგონი სიმართლეს ვამბობ.ვფიქრობ,აქ სტაჟიანი ქუთაისელი გულშემატკივრებიც კითხულობენ და იმედი მაქვს თავის აზრს გამოთქვამენ.უბრალოდ სასიამოვნო გასახსენებელია ამ დუეტის ბრწყინვალე თამაში,საკმაოდ სუსტი,მაგრამ სიმპათიური გუნდის ფონზე.სერენსაც გამოცდილი ფეხბურთელების დამატება მოუწევს,თუ გავარდნა არ უნდათ.
სოსო
12:36 18-12-2021
0

სიახლეები პოპულარული