ბელგიის ჩემპიონატის მე-19 ტურში „სერენი“ გასვლაზე 0:2 დამარცხდა „სერკლ-ბრიუგესთან“.
მასპინძლებმა ორივე გოლი შესვენებამდე გაიტანეს. მეორე ტაიმში სტუმრებმა შეუტიეს. მიქაუტაძეს საერთო ჯამში სამი მომენტი ჰქონდა, მათ შორის, მეკარესთან პირისპირ გასვლის ეპიზოდი, თუმცა ვერ გამოიყენა.
თუ წინა შეხვედრები „სერენმა“ ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლებთან დათმო, ამჯერად ერთ-ერთ აუტსაიდერთან წააგო, სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზე დაქვეითდა და პლეი-აუტის ზონას მიუახლოვდა.
„სერენმა“ ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა და 17 დეკემბერს „კორტრიკს“ უმასპინძლებს.