ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას სამსახურით პრემიერლიგის გუნდების დაინტერესების თაობაზე. ყველაზე მეტად "ევერტონი" აქტიურობს. ეს liverpoolecho-მაც
დაადასტურა. footballtransfertavern-ი კი იტყობინება, რომ ლივერპულური გუნდის ფანები მომავალ თვეში ქართველის შეძენას მოითხოვენ, რამეთუ მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ შემტევად მიიჩნევენ.
РБ Спорт-თან ინტერვიუში აღნიშნულ საკითხზე კომენტარი რუსეთის საფეხბურთო კავშირის საპატიო პრეზიდენტმა, ფიფას ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და რუსული ფეხბურთის რუხმა კარდინალმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა გააკეთა:
"ევერტონი" "რუბინზე" ყველაფრით უკეთესია. ეს ხვიჩასთვის წინგადადგმული ნაბიჯია. პრემიერლიგაში თამაშის საშუალება ყველას როდი ეძლევა. ვფიქრობ, ინგლისში კარგა ხანს მოუწევს ჩემპიონატთან
ადაპტირება. ხვიჩას კარგად გამოსდის თავისუფალ სივრცეში თამაში, სადაც თავის საუკეთესო თვისებებს აჩვენებს: დრიბლინგს, სისწრაფეს. რაც მალე წავა, მით უკეთესი".
ამავე გამოცემასთან კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე "მანჩესტერის" და "ევერტონის" ყოფილმა ნახევარმცველმა ანდრეი კანჩელსკისმა ისაუბრა:
"ხვიჩას "ევერტონში" გადასვლა შესაძლებელია. იქ ჩვენი თანამემამულეები მუშაობენ. ყველაფერი მასზე იქნება დამოკიდებული. თუ ენას სწრაფად ისწავლის, ახალ ვითარებას შეეგუება და პრემიერლიგაში ადაპტირებას სწრაფად შეძლებს".
ჯერ იყო და ფასი რატომ გადევს 18 მილიონიო იმას გადააყოლეს, არადა ტრანსფერმარკეტმა დაადო ეგ ფასი და ხვიჩა რა შუაშია, მერე ნაკრებში ვერ ჩამოვიდა ტრავმის გამო და ნახევარმა საქართველომ ზედ გადაუარა, სულ მოღალატე ეძახა, ახლაა და ამ ჭორებს გადააყოლეს.
ჩამოყალიბდით რა გინდათ. დაიწეროს ეგ ჭორები თქვენ რამე გაკლდებათ?
უცხოელი ჟურნალისტები წერენ ამ ჭორებს და მიიღეთ ჩვეულებრივ მოვლენად. ყველა ფეხბურთელზე იწერება აქ გადადის იქ გადადის, თუ არ და ვერ გადავა სხვა გუნდში, თქვენ არავინ დაგაბრალებთ. თავის თავს მიხედავს თვითონ
ერთი რაც შეუძლია და ევალება გულშემატკივარს გამხნევებაა და ამის გარდა ყველაფერს აკეთებს აქაური "ფანობა".
რუსისგან რა უნდა გამიკვირდეს.