"ვესტ ჰემმა" ხვიჩას ტრანსფერზე "რუბინს" მიმართა - ყაზანელებმა თანხა დაასახელეს

AutoSharing Option
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება, კლუბები კი ნელ-ნელა აქტიურობენ და სასურველი ფეხბურთელების ხელში ჩაგდებას ცდილობენ.

ინგლისური "ვესტ ჰემი" "რუბინის" ხელმძღვანელობას ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით გაესაუბრა. ბრიტანელებს აინტერესებთ, თუ რა თანხად შეელევიან ქართველ ტალანტს. წყაროს ცნობით, ყაზანურმა კლუბმა ტრანსფერში 13 მილიონი ფუნტი მოითხოვა.

შეგახსენებთ, კვარაცხელიას "რუბინთან" კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.

რაც შეეხება ხვიჩას, თითქოსდა რუსეთის პრემიერლიგაში ეს სეზონი არასახარბიელოდ მისდის, თუმცა შვედეთთან გატანილი 2 გოლის შემდეგ ისევ ყურადღების ცენტრში მოექცა. ამასთან ერთად, ხვიჩას სათამაშო სტილი დევიდ მოიესს ("ვესტ ჰემის" მთავარ მწვრთნელს) გამოადგება.

მომზადებულია
footballinsider247-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 36 /
მშვენიერი ვარიანტია ვესტ-ჰემი.. იმედია შედგება ტრანსფერი.. წარმატებები ხვიჩას..
geo-geo
20 დეკემბერი 2021 17:56
0
ხვიჩა ნუ მიაქცევ ყურადღებას ბოღმიან ჩატლახების კომენტარებს! საქართველოში გულშემატკივრების 90 % ის შენ უყვარხარ!
რობი
20 დეკემბერი 2021 22:01
7
ინგლისელები კვარას წონა ოქროს გადაიხდიან, და მოვა დღე, როცა სლუცკი შევა კვარას ოთახში და ხმამაღლა დაიყვირებს: "კვარაცხელია! სვეშამი!"
ქუთაისელი
20 დეკემბერი 2021 19:08
1
დილით - "ევერტონიო", ახლა "ვესტ ჰემიო"... ბარემ ინფორმაციის წყაროც დაასახელეთ - ხვიჩას აგენტი ბარონი მიუნჰაუზენი.
კირკიტა
20 დეკემბერი 2021 19:06
15
https://www.whufc.com/ ეს ვესტ ჰემის საიტია. შედით ყველა და ნახავენ რომ ვადევნებთ თვალს. ხვიჩასთვისაც მხარდაჭერა გამოვა და ისინიც მიხვდებიან, რომ ხვიჩას ყიდვის შემთხვევაში ინტერესი კლუბის მიმართ ერთი-ათად გაიზრდება. წარმატებები!
კაპიტან გარდენბურგი
20 დეკემბერი 2021 23:05
3
მანდ ხვიჩაზე არაფერი არ წერია
zura222
21 დეკემბერი 2021 00:51
1
ai აქ აrის ამის შესახებ ინფორმაცია
bbc.com/sport/football/gossip

ამიტომ ეს ისეთი "ჭორი" არის, რომელსაც საფუძველი, ალბათ, გააჩნია.
ქ. გ.
21 დეკემბერი 2021 03:21
3
ერთ ხვიჩად რამდენი ლობიანი მოვა?
სარფიანი
20 დეკემბერი 2021 22:35
34
შენი ღირსების ფასად 1 ლობიანი თუ მაინც მოვა?!
Mama petre
21 დეკემბერი 2021 00:46
6
მე ლა ლიგისთვის უფრო მინდა კვარა მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია რუსეთს მოშორდეს. ახლა გამოჩნდება რუბინის ნამდვილი სახე. ხო აღარ მოსწონთ ბოლო დროს მისი თამაში და ხო აკრიტიკებენ მუდმივად? გაუშვან ახლა 13 მილიონად. კვარას გულშემატკივრებს საერთოდ არ გვანაღვლებს ვინ რამდენს აიღებს ამ ტრანსფერში, სავარაუდოდ არც ხვიჩას უნდა აღელვებდეს. ჩვენი სურვილია კარგ გუნდში ვნახოთ ეგ ბიჭი, ვერავინ დამაჯერებს რომ ესპანეთის, გერმანიის ან ინგლისის საშუალო დონის გუნდში მისნაირი ფეხბურთელის ადგილი არ არის.
ყველა კომპონენტში ძალიან მაგარია და დანარჩენი გამოცდილება ასაკთან ერთად მოვა.
გაუშვას რუბინმა რაა :(
2022 ში მაინც აღარ ვნახო მაგ გაყინულ და არასაფეხბურთო ქვეყანაში
.
20 დეკემბერი 2021 22:27
0
მორიგი ტყუილი რომ სტატია გაიყიდოს.15 მილიონ გირვანქას კი არა 15 მილიონ დოლარსაც არავინ გადაიხდის დღევანდელ მდგომარეობის კვარაცხელიაში.
ვა რა დონეა
20 დეკემბერი 2021 22:15
32
ჯერ ერთი 13 მილიონი და არა 15 და საერთოდ ხვიჩას ფასი 18 მილიონი ასე რომ "ჰეითერებო" ჩაიჯ...
დათო
21 დეკემბერი 2021 16:46
0
14 მილიონი ფუნტი არის სავსებით მისაღები თანხა თუ მართლაც არის ინტერესი ვესტ ჰემიდან ეს არ არის ის თანხა სურვილის შემთხვევაში ვესტ ჰემმა რომ უარითქვას 14 მილიონის გასცემენ კვირაში მხოლოდ ხელფასების სახით ფეხბურთელებზე ასე რომ იმედია გამოვა ეს ტრანსფერი მაგრამ აქ მეორე ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა იკვეთება ინგლისში სამუშაო ვიზის აღება არის ძალიან რთული მგონი ნახევარი წელია საჭირო რომ არაინგლისელმა ფეხბურთელმა ეს ვიზა მიიღოს და ამ მხრივ როგორი სიტუაცია ეგ არის გასარკვევი.
გიორგი
20 დეკემბერი 2021 20:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული