"ქუთაისის "ტორპედოს" დონისაა, "ვესტ ჰემს" კიდევ ერთი კლოუნი სჭირდება..." - რუსები კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერს ირონიით შეხვდნენ

AutoSharing Option
footballinsider247-მა გუშინ დაწერა, რომ "ვესტ ჰემს" საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატება სურს და ტრანსფერთან დაკავშირებით ყაზანურ გუნდს უკვე გაესაუბრა.

აღნიშნულის შესახებ სტატია ცნობილმა რუსულმა საიტმა Championat.com-მა მოამზადა და მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მასალას არაერთი კომენტარი აქვს და უმეტესობა მათგანი ცინიკური გახლავთ... გთავაზობთ რამდენიმე აქტუალურ კომენტარს:

"100%-იანი უნდა "ვესტ ჰემს", იქ ხომ 2 კლოუნი უკვე არის, ერთიმეორეზე სასაცილოები და ახლა მესამე სჭირდებათ..."

"დაიწყო კიდევ ერთი ზღაპარი, ამჯერად წინასაახალწლო. ხვიჩას მამიკო, რამდენი გა
დაიხადე, რომ ეს დაეწერათ?"

"ევერტონმა, ვესტ ჰემმა და საუთჰემპტონმა იციან საერთოდ ამის შესახებ?"

"უფასოდ აიყვანდნენ, მაგრამ მასში 20 მილიონს არ გადაიხდიან";

"ისევ და ისევ ზღაპრები, ის ქუთაისის ტორპედოს დონისაა";

"რატომღაც, როგორც კი სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება, ყველა ტოპ კლუბს მაშინვე ხვიჩა ახსენდება..."

"ანუ რისი თქმა გინდათ, რომ მილანი, ტოტენჰემი და ბარსელონა მისით უკვე აღარ არიან დაინტერესებულები?"

"საუთჰეპტონის სასტარტოში მოხვედრის უფრო მეტი შანსი აქვს".

მკითხველის კომენტარები / 39 /
ირონიული კომენტარები არც ქართველებს ეშლებათ. გამხნევება და გვერდით დგომა არაა ჩვენი ძლიერი მხარე. სხვისგან გვწყინს და ცუდად ჩანს. კი თქვა სლუცკიმ, რუსულ ნეგატივს დიდდ არ განიცდის ხვიჩა , სამაგიეროდ საქართველოდან წამოსული ლანძღვით უდიდესი სტრესი მიიღოო.
როცა ნაკრებში ვერ ჩამოვიდა და უაზროდ ლანძღეს, იმაზეა საუბარი.
ტრავმა მოიგონაო რომ განიხილავდით აქ.
Michael
21 დეკემბერი 2021 15:13
6
კომენტარები არ არის საჭირო იმისათვის ; რომ ღირსება გქონდეს და არ ემსახურო შენი ქვეყნის მტერს.
ასეა ეს
21 დეკემბერი 2021 15:03
16
არცერთმა ქართველმა რუსეთში არ უნდა ითამაშოს...
ქომაგი
21 დეკემბერი 2021 15:01
14
Mასტერ, არასწორი შედარებაა. რუსეთში თამაშს ნაკრებში თამაშს ადარედ. რუსეთში არ უნდა გაუშვა არცერთი ახალგაზრდა ქართველი ტალანტი და ეს უნდა აიკრძალოს კანონით. ნაკრებში კი ყველამ უნდა ითამაშოს.
international
22 დეკემბერი 2021 05:56
2
იყო მასე.კუპერის დროს რუსეთში მოთამაშეებს არ იძახებდნენ,ვიტ-ჯორჯიელი რაზმაძე და კვახაძე ნაკრების შეუცვლელი მოთამაშეები იყვნენ.შედეგი კი კატასტროფული იყო...
Master
21 დეკემბერი 2021 19:01
5
თუ ტორპედოს დონისაა, რატომ აფასებენ 13 მილიონ ფუნტს?!
ფერნანდო
21 დეკემბერი 2021 14:53
1
ამ კომენტარების მერე კიდე, რომელიმე თუნდაც საშუალო ნიჭის ქართველიც კი რუსეთში წავა იმის მშობელიც და ე.წ აგენტებიც უნდა ჩამოკიდო ერთი ადგილით.
jjj
21 დეკემბერი 2021 14:23
13
კომენტარის დაწერა კი არაა დანაშაული, რას წერ ეგაა საქმე.
ბაჩის
21 დეკემბერი 2021 15:31
2
აქ ხო ვწერთ უკეთეს კომენტარებს?რითი ვჯობნით მათ მთლიანობაში?
ბაჩი
21 დეკემბერი 2021 14:57
8
რით განსხვავდება ეს კომენტარები იმისგან რაც ჩვენებისგან იწერება ხოლმე? მეზღაპრეობთ და ამას ყველგან ხედავენ. იმდენი არ ქნათ ბაქი-ბუქა გრუზინებმა, რომ ბოლოს დესნაში ამოყოს თავი. მაგალითები კი გაქვთ ბლომად.
odala
21 დეკემბერი 2021 13:59
11
დაუნახავები და შოვინისტები რომ ხართ, იმით.
რატი
22 დეკემბერი 2021 11:58
0
rusebi ro vest xems dacinian da xvishas,, 3 gundi kavt sul normaluri da 2 rusi pegburtelia ziritadshi, erti zenitia da legionerebitaa savse, magat satakvano dinamo moskovs kutaisis torpedomac mougo amxanaguri 3 clis cin da lokomotivma evropaligaze, magat jinaze unda gadavides xvicha magar gundshi, marto miatrevda rubins sharshan daavickda rusebs, rusebis nairi puli da moednebi pirobebi ro kondes sakartvelos top shempionatebis ricxvshi ikneboda.
kutaisi
21 დეკემბერი 2021 13:49
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული