22 დეკემბერს, ბელგიის თასის 1/4-ფინალში, "გენტი" "სტანდარდს" უმასპინძლებს და კვლავ არაა განაცხადში მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე.
ჩაკვეტაძე უკვე რამდენიმე მატჩია არ შეჰყავთ "გენტის" განაცხადში და ბელგიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუნდის დატოვება მოუწევს.
გიორგის ბელგიურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და ჯერ უცნობია, რა ფორმით მოხდება მისი გასხვისება.